ზაზა დობორჯგინიძე: ვის მოუწევს დაიცვას ერეკლე გეწაძის უსაფრთხოება, როცა პირდაპირი მუქარაა რუსეთის მხრიდან? ქართულ სამართალდამცავ უწყებებს მოუწევთ იმ ყველაფერთან გამკლავება, რასაც ეს პერფორმანსი გამოიწვევს

„ვის მოუწევს დაიცვას ერეკლე გეწაძის უსაფრთხოება, როცა პირდაპირი მუქარაა რუსეთის მხრიდან და საქმეც აღძრეს უკვე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე როგორც აღკვეთა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა, მას შემდეგ რაც პუტინს დედა აგინა“, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე, Tbilisi Open Air-ზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, ამ ფაქტზე საზოგადოების ნაწილი ისე ღლიცინებს, თითქოს, რუსეთს არ ჰქონდეს გეწაძეზე შურისძიების ბერკეტი. დობორჯგინიძის თქმით, მარტივია ურაპატრიოტიზმი, მაგრამ მოცემულობა არის ის, რომ რუსეთი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა სსრკ-ს დაშლის შემდეგ და ამას ნატოს გენერალური მდივანიც ადასტურებს.
„ვის მოუწევს დაიცვას ერეკლე გეწაძის უსაფრთხოება, როცა პირდაპირი მუქარაა რუსეთის მხრიდან და საქმეც აღძრეს უკვე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე როგორც აღკვეთა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა, მას შემდეგ რაც პუტინს დედა აგინა. ქართულ სამართალდამცავ უწყებებს მოუწევთ იმ ყველაფერთან გამკლავება, რასაც რუსეთის სამართალდამცავი უწყებები დაგეგმავენ, რასაც ეს პერფორმანსი გამოიწვევს, რომელზეც დგახართ და ღლიცინებთ, თითქოს რუსეთს არ ჰქონდეს ბერკეტები მკვლელობა დაგეგმოს.
მარტივია ურაპატრიოტიზმი, დააფსი დროშას, დაგიკრავენ ტაშს, მაგრამ რამდენიც უნდა ვაფსათ რუსეთის დროშას მოცემულობა არის შემდეგი: რუსეთი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა სსრკ-ს დაშლის შემდეგ. ნატოს გენმდივანის თანახმად, რუსეთი ოთხჯერ მეტ საბრძოლო მასალას ვიდრე ნატოს ქვეყნები. რუსეთის 2025 წლის ბიუჯეტში, თავდაცვისთვის 13.5 ტრილიონი რუბლია ($145 მილიარდი) გამოყოფილი, მშპ-ს 6.5% , სრული ბიუჯეტის ხარჯების 32.5%-ს. ბიუჯეტის მესამედს დახარჯავს თავდაცვით ხარჯებში. ცალკე ეროვნული უსაფრთხოების ხარჯებისთვის 3.5 ტრილიონი რუბლია გამოყოფილი. ჯამურად თავდაცვის და უსაფრთხოების ხარჯები იქნება 17 ტრილიონი რუბლი, ხარჯების 41% და მშპ-ს 8%.
ამის პარალელურად, მომდევნო წლების განმავლობაში დედამიწის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი გახდება არქტიკა. კლიმატის ცვლილების გამო, არქტიკული ყინული ლღვება და გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ოდენობით აღმოუჩენელი ბუნებრივი აირის და ნავთობის ექსტრაქცია მარტივდება, ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტი ევროპას და აზიას შორის ხდება ჩრდილოეთის საზღვაო დერეფანი, რომელიც 40%-ით ამცირებს მანძილს სუეცის არხთან შედარებით. ამ დროს, რუსეთი არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ბირთვული ყინულმჭრელები და ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურა არქტიკაში, რის გამოც აქვს უპირატესობა ნატოს ქვეყნებზე. ამ დროს ამერიკას აქვს გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან და არავინ ჩვენ არ დაგვიცავს საჭიროების შემთხვევაში.
ძალიან სახიფათო სიტუაციაში ვართ და არ სჭირდება ამას არც დიფსთეითი და არავის მიერ ომის წაქეზება, არამედ სიტუაცია რომელშიც ვართ არის სახიფათო და ის ემოციური და აფექტური მიდგომები რაც არსებობს, არის სახიფათო ქვეყნისთვის,” - წერს ზაზა დობორჯგინიძე Facebook-ზე.
1748182681
მსოფლიორომის პაპი - გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული
გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველა პირს, რომელიც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო მეთოთხმეტემ ვატიკანში, პაპის რეზიდენციის ფანჯრიდან თავის...
1748180594
საზოგადოებამეუფე შიო: ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში...
„ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში.... ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში... ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმ...
1748177225
საზოგადოებადამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართა. რეპეტიცი...
1748175306
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება!
საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება!...
1748174558
საზოგადოებაბათუმში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული მონაკვეთი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გაიხსნა
ბათუმში დასრულდა რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. რუსთაველის ქუჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის...