თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე: ეს იყო პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკა, რომ მედია უნდა იყოს სრულად კონტროლირებადი და ის, ვინც ვერ გაკონტროლდებოდა - განადგურებული

 ეს იყო პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკა, რომ მედია უნდა იყოს სრულად კონტროლირებადი და ის, ვინც ვერ გაკონტროლდებოდა, განადგურებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას.

„„იმედის“ საქმე ალბათ ჩვენს დასკვნაში იქნება სხვა საქმეებთან ერთად ერთ-ერთი საჩვენებელი იმისა, თუ როგორ გაანადგურა თავისუფალი მედია თითქმის, სრულად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა და უკვე ემზადებოდა იმისთვის, რომ როგორც თავად ამბობდნენ, კიდევ 50 წელი დარჩენილიყო ხელისუფლებაში.

მათ წინააღმდეგ, ვინც მოცემული აზრის გადაცემას უნდა ემსახურებოდეს, ეს არის მედია, უნდა მომხდარიყო ამ პროცესის ჩაკეტვა. ერთის მხრივ, რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი უნდა ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე, იდეალურ შემთხვევაში არც ერთი. თუ იქნებოდა, ჩუმად უნდა ყოფილიყო, მაინც 5-იანი უნდა შემოეხაზა არჩევნებზე და მიშა-მიშა ეყვირა. თუ მაინც იქნებოდა ასეთი აზრის მქონე, ამის გამავრცელებელი არ უნდა ყოფილიყო.

ეს ზოგადი შეფასება, რაც არ უნდა მძიმედ გამოიყურებოდეს, გამყარებულია იმ ფაქტებით, მტკიცებულებებით, დოკუმენტებით, რომლებიც შევისწავლეთ და მოსმენებით, რომლებიც კომისიის ფარგლებში გაიმართა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748182681

მსოფლიო

რომის პაპი - გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული

 გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველა პირს, რომელიც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო მეთოთხმეტემ ვატიკანში, პაპის რეზიდენციის ფანჯრიდან თავის...

რომის პაპჯ

1748180594

საზოგადოება

მეუფე შიო: ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში...

 „ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში.... ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში... ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმ...

ლლლ

1748177225

საზოგადოება

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართა. რეპეტიცი...

თავდაცვა

1748175306

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება!

 საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება!...

მამუკა მდინარაძე

1748174558

საზოგადოება

ბათუმში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული მონაკვეთი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გაიხსნა

 ბათუმში დასრულდა რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. რუსთაველის ქუჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის...

ბათუმი