ირაკლი რუხაძე მის საწინააღმდეგო გაყალბებულ სტატიაზე: ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ უნდათ, ალტერნატიული აზრი ჩაახშონ და განსაკუთრებით ის აზრი, რომელიც მათ არ მოსწონთ. მე ვაინტერესებ მხოლოდ იმიტომ, რომ ვარ „იმედის“ მფლობელი

 ჟურნალისტს, რომელიც იმასაც არ გადაამოწმებს „ქართული ოცნება“ როდის დაარსდა, რასაც უნდა დააწერინებენ. მერე საქართველოში ჩამოიტანენ და აქ უკვე გადათარგმნიან, რომ ნახე ინგლისელები რას ამბობენ. ჩვენ ამ საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვედით, ინგლისელმა თუ თქვა, ე.ი. ეს არის აბსოლუტური სიმართლე და სიწმინდე, უნდა შემეშინდეს, ან ყურადღებით უნდა მოვეპყრო, - განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“ ტელეკომპანია „იმედის“ და მის წინააღმდეგ ჰოლანდიური ონლაინ გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას. კერძოდ, სტატიაში სხვა არაზუსტ და ყალბ ინფორმაციასთან ერთად ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ 2013 წელს დააფუძნა.

„ამ სტატიაში წერია, რომ ჩვენ ვართ პრორუსული, ანტი ევროპული ტელევიზია და ამის გამო უნდა დაიწყოს ჩემი სხვა კომპანიების მოკვლევა, მე უნდა დამაჯარიმონ, გამომაგდონ ქვეყნიდან, ან დამასანქცირონ.

რეიტინგებს გადავხედე და ჩვენ ოთხ-ნახევარჯერ დიდი ვართ შემდეგ ტელევიზიაზე. ყველა ერთად აღებული იმ რეიტინგში ვინც ჩანს, ვინც არის სრულფორმატიანი ქართული ტელევიზია, ყველაზე დიდი ვართ. ნახევარი საქართველო, ვისაც უნდა, რომ ახალი ამბები გაიგოს, თუ უყურებს „იმედს“ და არიან პრო ევროპულები, როგორ შეიძლება რომ „იმედი“ იყოს ანტი ევროპული, მაშინ რატომ გვიყურებს ნახევარი ქვეყანა?

ჰოლანდიაში არ ვიცი, მაგრამ ინგლისში არის გამოცემები, რომელშიც სტატია რომ დააბეჭდვინო, ძალიან დიდი მუშაობა გჭირდება - ჟურნალისტებს უნდა შეხვდე და ელაპარაკო, მაგალითად „ეკონომისტი“. მაგრამ არიან გამომცემლობები, რომლებსაც ფულს რომ დაუხდი, რასაც გინდა იმას დააწერინებ. ის გამომცემლობები არ არის პოპულარული, არ არის პრესტიჟული, მაგრამ მაინც არის“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

მისი შეფასებით, ამგვარი სტატიების მიზანი ალტერნატიული აზრის ჩახშობაა.

„ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ უნდათ, ალტერნატიული აზრი ჩაახშონ და განსაკუთრებით ის აზრი, რომელიც მათ არ მოსწონთ. მე ვაინტერესებ მხოლოდ იმიტომ, რომ ვარ „იმედის“ მფლობელი. მე ბევრი სხვა კომპანია მაქვს და ახლა ცდილობენ, ეგებ, ჩემზე რაღაც ზეწოლა მოახდინონ და იმიტომ, რომ ნიდერლანდებში ჩემი რაღაც კომპანიები არსებობს, ასევე ინგლისშიც იყო იგივე მცდელობა, რაღაცნაირად დააკავშირონ, რომ მე ვარ ძალიან ცუდი ადამიანი და რომ ამ ქვეყნებმა რაღაც ცუდი გააკეთონ ჩემს წინააღმდეგ“, - თქვა რუხაძემ.

ირაკლი რუხაძემ ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ეკა გიგაურზეც, ისაუბრა რომელიც თავის დროზე - 2007 წლის 7 ნოემბრის აქციისა და „იმედის“ დარბევისას შსს-ს მაღალჩინოსანი და ამ პროცესების მონაწილე იყო. ისაუბრა ასევე იმაზეც, თუ რა განწყობები აქვთ „იმედის“ მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში თანამდებობებზე მყოფ პირებს.

„ესენი გადანაწილებულები არიან - გიგაური არის „გამჭვირვალობაში“, უტიაშვილი, მეორე მოადგილე, რაღაც ზონდერის როლშია; უტიაშვილის ცოლი წამყვანი არის ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელევიზიაში; მათი მეგობრები ოპოზიციურ პარტიებში არიან და ეს არის ერთი ჯგუფი ხალხის, რომელთაც აქვს ერთი მიზანი. ვინ ხურავდა „იმედს“? - გვარამია იყო პროკურორი, რომელიც დარბოდა „იმედის“ დახურვის შემდეგ ჩემს დაჭერაზე. ახლა ეს ხალხი, იმიტომ, რომ ძალაუფლებაში აღარ არიან, ცდილობენ, ეს გააკეთონ გარე ძალების დახმარებით“, - განაცხადა რუხაძემ.

ირაკლი რუხაძემ ასევე ისაუბრა ოპოზიციური არხების მიერ გაშუქებულ დეზინფორმაციაზეც, რომლის მიხედვითაც თითქოს ნიდერლანდებში მისი კომპანიის წინააღმდეგ დარღვევების გამო გამოძიება მიმდინარეობს.

საგულისხმოა, რომ იმ კვლევის გაზიარებაზე, რომლის საფუძველზეც თითქოსდა, აღნიშნული სტატია დაიწერა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ „იმედის კვირას“ უარი განუცხადეს. დოკუმენტი არც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება.

„ქალბატონმა გიგაურმა მომცა ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომ ვუჩივლო მას და მის ორგანიზაციას რამდენიმე ქვეყანაში. სასამართლოში დავამტკიცებინებ, რასაც ლაპარაკობს და თუ ვერ დაამტკიცა, მაშინ რაღაც ჯარიმა დაეკისრებათ. იმ წესდებას არღვევენ, რომლითაც აქ დარეგისტრირდნენ“, - დასძინა რუხაძემ.

„იმედის“ მფლობელი გამოეხმაურა ჯო უილსონის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის დასმულ კითხვასაც. კერძოდ, კონგრესმენმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ანტიამერიკულია, რომელმაც თითქოს გააყალბა არჩევნები, დაბლოკა წიაღისეულის ხელმისაწვდომობა შუა დერეფანში და „საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდა“.

„ბატონმა უილსონმა აბსოლუტური ტყუილი ილაპარაკა საქართველოზე, ხელში ეჭირა „რონდელის ფონდის“ დოკუმენტი. რონდელის ფონდში მუშაობს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე უტიაშვილი. ბატონმა უილსონმა მე მახსენა და ჩემი იურისტები უახლოეს დღეებში მისწერენ, რადგან მე ამერიკის მოქალაქე ვარ და გააფრთხილებენ, რომ აღარ ისაუბროს ჩემზე“, - განმარტა ირაკლი რუხაძემ.

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მონაწილეებსაც უპასუხა.

„მადლობა ღმერთს, რომ ეს ხალხი არ არის არსად ახლოს ძალაუფლებასთან და ვერც მოვა. „იმედის“ ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ეს ხალხი, რომელიც ალტერნატიულ აზრს პატივს არ სცემს, ძალაუფლებაში არ მოვიდეს“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748182681

მსოფლიო

რომის პაპი - გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული

 გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველა პირს, რომელიც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო მეთოთხმეტემ ვატიკანში, პაპის რეზიდენციის ფანჯრიდან თავის...

რომის პაპჯ

1748180594

საზოგადოება

მეუფე შიო: ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში...

 „ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში.... ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში... ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმ...

ლლლ

1748177225

საზოგადოება

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართა. რეპეტიცი...

თავდაცვა

1748175306

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება!

 საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება!...

მამუკა მდინარაძე

1748174558

საზოგადოება

ბათუმში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული მონაკვეთი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გაიხსნა

 ბათუმში დასრულდა რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. რუსთაველის ქუჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის...

ბათუმი