დავით ზალკანიანი: “ნატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის რწმუნება!”
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა, ბრიუსელში შეხვედრა გამართა NATO-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში, ნატოელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
შეხვედრაზე აღინიშნა, უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს როლი რეგიონალურ და გლობალურ უსაფრთხოების დღის წესრიგში. ნატოელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უცვლელი პოზიცია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ.
„მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდა ნატოელი პარტნიორების პოზიცია, რომ ისინი არიან ერთიანი და მათ მიდგომებში არაფერი იცვლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმ მწვავე რიტორიკისა, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციისგან და რაც წინააღმდეგობაშია საერთაშორისო პრინციპებთან, შესაბამისად იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც იყო წამოწეული ცნობილ ორ დოკუმენტში, ნატოელი პარტნიორების პოზიცია არის მყარი, რომ კერძოდ არ გადაიხედება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, და რომ არავის აქვს უფლება საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილოს ესა თუ ის რეგიონი და რომ ქვეყნების ფუნდამენტური უფლებაა თავად აირჩიონ თუ უსაფრთხოების რომელ ალიანსში სურთ გაწევრიანება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მოქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ ის პროგრესი რაც აქვს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე არ დაზარალდეს და პირიქით კიდევ უფრო გაძლიერდეს“- აღნიშნა დავით ზალკანიანმა NATO-ს ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდგომ.
1793620384
საზოგადოება„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორა...
1793619738
საზოგადოებაგეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე მის გა...
1793619193
საზოგადოებაპრეზიდენტი: თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს
„თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პი...
1793618667
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენი მიზანი და თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულება
„ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემ...
1793618581
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დიპლომატებო, ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება, ეს საქართველოა
„ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპ...


























