შალვა პაპუაშვილი: დიპლომატებო, ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება, ეს საქართველოა
„ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, მშვიდობა და კეთილდღეობა უნდა იყოს მათი საქმიანობის მთავარი საზომი.
„საქართველოს მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანები უცვლელია ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და ქართველი ხალხის კეთილდღეობა. ყველა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება საბოლოოდ ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც საქართველოს პატივს სცემენ არა იმიტომ, რომ საქართველო ყველაფერზე თანახმაა, არამედ იმიტომ, რომ იციან ეს არის სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და მათი დაცვა შეუძლია.
ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა. მისი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, მშვიდობა და კეთილდღეობა უნდა იყოს თქვენი საქმიანობის მთავარი საზომი“, - აღნიშნა მან.
1793612834
ახალი ამბები4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მათ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების თ...
1793610656
ახალი ამბებიპროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ჯგუფურად ჩადენილი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადე...
1793610173
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ევროკავშირშიც ხდება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ამ შემთხვევაში მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ, სავსებით სამართლიანად
მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროპაში დემონსტრაციების მორიგ ტალღას გამოეხმაურა. არეულობებია ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტსა და ციურიხში. საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ კიდევ 80...
1793609156
საზოგადოებანინო წილოსანი: კარმა იქით იყოს, ეს უფრო კანონზომიერებაა - როდესაც სხვის ქვეყანაში უკანონობას, ქაოსსა და ძალადობას, არასწორ პოლიტიკას ახალისებ, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ერთ დღესაც ეს ყველაფერი შენთვისაც ნორმა გახდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ევროპაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე თვის წინ მიმდინარე ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქ...
1793605988
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გამოავლინა - დაკავებულია 3 პირი, 16 პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ავტომობილების რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტი გამოავლი...



























