დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში, ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა 20 მაისს დადასტურდა. ასევე დადგინდა, რომ ინფიცირების წყარო მგელია.
„სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს, რაც სავალდებულო ვაქცინაციას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციას და ცხოველებზე ვეტერინარულ ზედამხედველობას გულისხმობს. შემთხვევის შესახებ ეცნობა ჯანდაცვის შესაბამის უწყებებს.
ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება ლეტალობით სრულდება. ცხოველებში ცოფის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე ცხოველს ცრის.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1747824968
ახალი ამბებითბილისის ვიცე-მერის პოსტს გიორგი ტყემალაძე დაიკავებს
თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც აქამდე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და გიორ...
1747824025
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: კარგად დაფიქრდნენ ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. შემთხვევით ხომ არ არის ამ განცხადებებში ძალადობისკენ მოწოდება და კანონდარღვევები
კარგად დაფიქრდნენ ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. შემთხვევით ხომ არ არის ამ განცხადებებში ძალადობისკენ მოწოდება და კანონდარღვევები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...
1747822785
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაცი...
1747822767
ახალი ამბებივარკეთილში პირმა მიკროავტობუსი გაიტაცა, გზად კი ავტოსადგომზე მდგარი 5 ავტომობილი დაამტვრია
ვარკეთილში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს და ავტოსადგომზე მდგარი 5 ავტომობილი დაამტვრიეს. ახალი ამბების სააგენტო ექსკლუზივის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მო...
1747821893
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
დღეს საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც ხორციელდება სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში....