განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა.
სხდომაზე, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ მეორე მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება წარადგინა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას ეხება.
ცვლილების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება სახელმწიფო ენის (ორსემესტრიანი) სპეციალური კურსის გავლა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით წარადგინა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, ცვლილების თანახმად, იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან, ზოგადი განათლების საფეხურზე მნიშვნელოვანი რეფორმის პილოტირება დაიწყო. კერძოდ, პროფესიული პროგრამების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინტეგრირების მიზნით, თბილისის და რეგიონების მასშტაბით, 20 საპილოტე სკოლა შეირჩა.
„ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილია, რომ პროგრამაში მონაწილე სკოლების რიცხვი 70-მდე გაიზრდება. რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში, ეს პროგრამა აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მინისტრის მოადგილემ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ცვლილებით, ჩნდება დამატებითი შესაძლებლობა, როგორც მასწავლებლის, ასევე სპეციალური მასწავლებლის დასაქმების კუთხით. კერძოდ, იმ პირებს, რომლებსაც გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა და მოპოვებული აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი, დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე, მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
აგრეთვე, კანონპროექტით დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
წარმოდგენილი კანონპროექტებით ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში.
კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
1747839344
საზოგადოება26 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერი...
1747838058
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ევროკავშირი შედგება 27 ქვეყნისგან. ამ ქვეყნების მოსახლეობას, არა მგონია, იგივე პოზიცია ჰქონდეს, რაც ბრიუსელის ბიუროკრატებს - ბრიუსელის ბიუროკრატია არის მთლიანად გლობალური ომის პარტიის დაქვემდებარებაში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკომისრის მარტა კოსის განცხადება შეაფასა. კერძოდ, როგორც ცნობილია, ევროკომისარმა ქართველი ხალხის მისამა...
1747838014
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, ლეგიტიმურად არჩევნებს ვერავინ მოგვიგებს
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხივე პარტიის ლიდერები იქნებიან თუ რიგითი წევრები, რაც წააგეს არჩევნები, იმის მერე ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ რადიკალიზაციაზე, იმაზე რომ მათი დღის წესრიგია ქვეყანაში მოახდ...
1747837380
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე მოუს...
1747837335
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: შეგვიძლია გავიხსენოთ წაგებული არჩევნების შემდეგ ევრო ბიუროკრატები აქ დელეგაციებს აგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და პირდაპირ უერთდებოდნენ ანტისამთავრობო აქციებს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ამასთ...