ზურაბ ქადაგიძე: ზონდერებსა და ბიზნეს - რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ

სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი ბიუროკრატიისა და მოძალადე "ზონდერების" გარდა, ორი პროფესიის ადამიანები ეხმარებოდნენ და დიდ წილად, ისინი უფრო განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, მოძალადე სისტემის ჩამოყალიბებაში, ვიდრე ნაც-პარტიული ნომენკლატურა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ექსპერტის თქმით, ე.წ. ჟურნალისტებში ის ჟურნალისტები იგულისხმება, რომლებიც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიან.

„სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი ბიუროკრატიისა და მოძალადე "ზონდერების" გარდა, ორი პროფესიის ადამიანები ეხმარებოდნენ და დიდ წილად, ისინი უფრო განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, მოძალადე სისტემის ჩამოყალიბებაში, ვიდრე ნაც-პარტიული ნომენკლატურა.

ერთი იყო ბიზნესმენების პრივილეგირებული კასტა, ( ხაზარაძე-ჯაფარიძეები, ჭყონიები, ჭუტები და ძმანი მისნი) რომლებიც ფინანსური უზრუნველყოფითა და მაქინაციებით ასულდგმულებდნენ სააკაშვილის რეჟიმს და მეორე - ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც ძირითადად, რუსთავი 2 -ის პარტიული ტელევიზიის პროდუქტი იყო.

აბსოლუტურად "აპრავებდნენ" სააკაშვილის რეჟიმს და ყველაფერს ცდილობდნენ, რომ ლეღვის ფოთლის ფუნქცია შეესრულებინათ, ფსევდო-ჟურნალისტიკის სახელით.

ასე რომ - ზონდერებსა და ბიზნეს-რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ, ისევ სააკაშვილის წიაღში, რადგან დიდი ვალი აქვთ, მიშას ფავორიტობის გამო და ვალებს დაბრუნება უნდა!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747839344

საზოგადოება

26 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერი...

თბილისის მერია

1747838058

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირი შედგება 27 ქვეყნისგან. ამ ქვეყნების მოსახლეობას, არა მგონია, იგივე პოზიცია ჰქონდეს, რაც ბრიუსელის ბიუროკრატებს - ბრიუსელის ბიუროკრატია არის მთლიანად გლობალური ომის პარტიის დაქვემდებარებაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკომისრის მარტა კოსის განცხადება შეაფასა. კერძოდ, როგორც ცნობილია, ევროკომისარმა ქართველი ხალხის მისამა...

ლევან მაჭავარიან

1747838014

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, ლეგიტიმურად არჩევნებს ვერავინ მოგვიგებს

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხივე პარტიის ლიდერები იქნებიან თუ რიგითი წევრები, რაც წააგეს არჩევნები, იმის მერე ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ რადიკალიზაციაზე, იმაზე რომ მათი დღის წესრიგია ქვეყანაში მოახდ...

ლევან მაჭავარიანი

1747837380

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე მოუს...

თეა ახვლედიან

1747837335

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: შეგვიძლია გავიხსენოთ წაგებული არჩევნების შემდეგ ევრო ბიუროკრატები აქ დელეგაციებს აგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და პირდაპირ უერთდებოდნენ ანტისამთავრობო აქციებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ამასთ...

ლევან მაჭავარიანი