დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს, აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი
შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი შეფასებით, შეხვედრა საქმიანი და გულთბილი იყო.
„საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. მთლიანობაში შეხვედრა იყო საქმიანი, გულთბილი და იმედის მომტანი, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება, ითქვას, რომ ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადავიდა. საპატრიარქოს მხრიდან გაცხადდა, რომ საპატრიარქო მზად არის, ჰქონდეს კავშირი და უშუალო ურთიერთობა მხარესთან, რომელსაც აინტერესებს საქართველოში ეკლესიის ცხოვრება”, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, 27 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ. სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მიიღო.
1779947942
ახალი ამბებირაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვ...
1779946860
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია უკრაინაზე: ჩვენ ყოველთვის ვერიდებოდით და მოვერიდებით ბევრ საუბარს ომში მყოფ ქვეყანაზე, მაგრამ არის მშრალი, შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ
პირადად მე, ჩვენს გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ო...
1779945596
ახალი ამბებიმართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს
მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, დავითგარეჯის მამათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - შიო მესამე პარაკლისს დღის მეორე ნახევ...
1779944846
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში
28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე ნალექია მ...
1779915314
საზოგადოებაირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან
პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...






























