დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა, ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა
მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ის ბრალდებები, რაც პეტრე ცაავამ პატრიარქის მისამართით გააჟღერა, ვერ დაამტკიცა, ამიტომ ეს ცილისწამებაა და არა მხილება, როგორც თავად ცაავა ამბობს.
„ამ ბრალდებებს წლების განმავლობაში იმეორებდა, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამის დასამტკიცებლად მას ხელთ არაფერი აღმოაჩნდა. ამიტომ, სიტყვა, რომ თითქოს ვინმე ამხილა, შეიძლება სხვანაირად ვთქვათ, რომ მან ცილი დასწამა.
მეუფე პეტრე ყველაზე აკეთებს ასეთ განცხადებებს, ვინც კი ეგულება პატრიარქის ერთგულად და მხარდამჭერად და მამა გიორგი ზვიადაძეც სწორედ ასეთი იყო წლების განმავლობაში. ამიტომ არ ერიდება მის მიმართ ასეთ არაკორექტულ გამონათქვამებს. მისგან ასეთი გამონათქვამები გვახსოვს სხვადასხვა მეუფის მიმართ, მოსაყდრის მიმართ, კონკრეტულად ჩემს მიმართ“, - განაცხადა დეკანოზმა.
1776425159
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იუსტიციის მინისტ...
1776424771
საზოგადოებაძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში...
1776424524
საზოგადოებაპრემიერი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში
ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირ...
1776423170
მსოფლიოინდონეზიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდო...
1776423001
ახალი ამბებილევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება
„იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება“, - გ...


























