ლევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავად აქვს ეკონომიკის განვითარების კუთხით, ასევე სამინისტროს და პირადად მინისტრის ხედვას იმისთვის, რომ ეკონომიკის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარება მივიღოთ“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, დარგობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა. შეხვედრისას საუბარი შედგა სექტორის განვითარების ხედვასა და შემდგომ სტრატეგიაზე, მათ შორის 10-წლიან გეგმაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზე.
„ბიზნესი ყოველთვის ღიაა სათანამშრომლოდ. რაც შეეხება დღეს წარმოდგენილ ხედვას, ცხადია, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება. ასევე მნიშვნელოვანია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უკვე გადაიდგა და რაც დღეს ითქვა, ყველანაირად პასუხობს ბიზნესის, ქვეყნის განვითარების საჭიროებას და უაღრესად საჭიროა გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერებმა იციან - ეკონომიკის სამინისტრო ჰესებთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომებზე ფიქრობს და მუშაობს.
„ის, რომ დღეს საზოგადოებამ იცის - მაღალკაშხლიანი, სტაბილურობის მომტანი სისტემისთვის, ჰესებთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, ვფიქრობ, რომ ინვესტორებისთვის სექტორს ძალიან მიმზიდველს ხდის. შესაბამისად, ინვესტორების ჩართულობა ძალიან მაღალი იქნება“, - აღნიშნა ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
1776428567
ახალი ამბებიყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელე...
1776427550
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას
ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია და სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც დადგმული სიმძლავრეების ზრდას უზრუნველყოფს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი გან...
1776427494
მსოფლიოპეტერ მადიარი: ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიკავებს
უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააგრძელებს და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლას უფრო გაამკაცრებს. როგორც მან აღნიშნა,...
1776426099
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების...
1776425193
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფერიტ ჰოჯასთან. ინფორმაცი...


























