დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.
გიორგი ცაგარეიშვილმა ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ დავით კაიკაციშვილს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და ერთობლივი ძალისხმევით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.
დავით კაიკაციშვილი, 2012 წლიდან საჯარო სამსახურში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. სააგენტოს ახალი დირექტორი, ამ დრომდე, ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტს, ხოლო მანამდე, დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მისი ჩართულობით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
1757501206
საზოგადოებალევან მახაშვილი: იყო მოლოდინი, რომ ზეწოლით, თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ეუთო/ოდირი უარს იტყოდნენ ჩამოსვლაზე
იყო მოლოდინი, რომ ზეწოლით, თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ისინი უარს იტყოდნენ ჩამოსვლაზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. დეპ...
1757501171
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბატონი ფიშერი იქცა რადიკალურ აქტივისტად
ბატონი ფიშერი იქცა რადიკალურ აქტივისტად, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუ...
1757501089
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით
ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული წევრი გახდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საქართველოში გერმანი...
1757501038
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: „დიფ სთეითის“ მართულმა ჰელსინკის კომისიამ დაიბარა „დიფ სთეითის“ აგენტები ზურაბიშვილი და ხიდაშელი. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ მათ წინაშე და შემდეგ ყველანაირად შეეცადონ, რომ საქართველოზე ისაუბრონ საშინელებები
„დიფ სთეითის“ მართულმა ჰელსინკის კომისიამ დაიბარა „დიფ სთეითის“ აგენტები ზურაბიშვილი და ხიდაშელი. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ მათ წინაშე და შემდეგ ყველანაირად შეეცადონ, რომ საქართველოზე ისაუბრონ საშინ...
1757500993
საზოგადოებარატი იონათამიშვილი პიტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავს ისეთი წარმომადგენელი, რომელიც დიპლომატიის ნაცვლად, პოლარიზაციის აღტყინებით არის დაკავებული
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა გერმანიის ელჩის მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებები „ქრონიკასთან“ შეაფასა. მისი შეფასებით, გ...