არჩილ გორდულაძე: გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით

ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული წევრი გახდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის შესახებ.
იგი მოუწოდებს გერმანიის ელჩს, განაცხადოს, რომ ნაციზმი საქართველოში ისევე მიუღებელია, როგორც გერმანიაში.
„გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით. გამოვიდეს ეს ადამიანი, კეთილი ინებოს და მაგალითად, გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ე.წ. აქცია და რეალურად პროვოკაცია როგორ იგეგმებოდა - პირდაპირ ჯგუფებში წერდნენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უნდა დავიჭიროთ, დავაბათ, წარწერები გავუკეთოთ, საღებავები შევასხათო. კეთილი ინებოს [ელჩმა] და როგორც გერმანელს, ღირსეულ ადამიანს და ერს შეეფერება, ახლა მაინც თქვას, რომ ნაციზმი საქართველოში ზუსტად ისევე მიუღებელია, როგორც გერმანიაში”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს მის მიმართ, როგორც ელჩისადმი. ელჩი ასევე წერს, რომ გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას, რომ მან ეს საჯაროდ განაცხადა, ხოლო საპირისპიროს მტკიცება არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება.
1757509596
ახალი ამბებილევან მახაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში ბულგარეთის ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული...
1757508387
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავს ესხმოდნენ
მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, "ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავ...
1757507012
საზოგადოებართველი 2025 წლის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება
2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონისთვის შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები განისაზღვრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რაჭა-ლეჩხუმის...
1757506537
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა. სუსის ხელმძღვანელმა ომბუდსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტები გააცნო. მამუკა მდინარაძემ და ლევან იოსელია...
1757505237
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: იმხელა ბულინგის მსხვერპლი გახდა ეუთო/ოდირი წინა არჩევნებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მოლოდინი არ გვქონდა, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ
„იმხელა ბულინგის მსხვერპლი გახდა ეუთო/ოდირი წინა არჩევნებიდან გამომდინარე, ჩვენ მოლოდინი არ გვქონდა, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ და ახლა საბაბებით ცდილობენ - ეს ყველაფერი „გააპრავონ“, - ამის შესახებ ფრაქცი...