ლევან მაჭავარიანი: იმხელა ბულინგის მსხვერპლი გახდა ეუთო/ოდირი წინა არჩევნებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მოლოდინი არ გვქონდა, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ

„იმხელა ბულინგის მსხვერპლი გახდა ეუთო/ოდირი წინა არჩევნებიდან გამომდინარე, ჩვენ მოლოდინი არ გვქონდა, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ და ახლა საბაბებით ცდილობენ - ეს ყველაფერი „გააპრავონ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო/ოდირის განცხადებას, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ევრობიუროკრატებმა ეუთო/ოდირს კორუმპირებული ორგანიზაცია დაარქვეს იმიტომ, რომ არ მოეწონათ მათ მიერ შეფასებული 2024 წლის არჩევნების დასკვნა.
„ჩვენ კარგად ვიცით რა დღეში ჩააგდეს ეუთო/ოდირი ევრობიუროკრატებმა. კორუმპირებული ორგანიზაცია დაარქვეს იქიდან გამომდინარე, რომ არ მოეწონათ ის დასკვნა, რაც ეუთო/ოდირმა დადო 2024 წლის არჩევნების შემდეგ.
როდესაც ქალბატონი პია კაუმა აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას თვეების წინ, როგორი ბულინგი მოუწყვეს მას, ფიზიკურად ვეღარ შეძლო და გადადო თავისი ვიზიტი. ჩვენი დასაცავი გახდა ეუთო/ოდირის პრესტიჟი, რეპუტაცია და ახლა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - აღარ ჩამოდიან“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
1757509692
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6921 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1757509596
ახალი ამბებილევან მახაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში ბულგარეთის ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული...
1757508387
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავს ესხმოდნენ
მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, "ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავ...
1757507012
საზოგადოებართველი 2025 წლის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება
2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონისთვის შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები განისაზღვრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რაჭა-ლეჩხუმის...
1757506537
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა. სუსის ხელმძღვანელმა ომბუდსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტები გააცნო. მამუკა მდინარაძემ და ლევან იოსელია...