დღეს თბილისობაა - დღესასწაული დედაქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება

3-4ოქტომბერს, „თბილისობა“ მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

„ყველა ადგილზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.

ამასთან, დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.

ხოლო 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

3 და 4 ოქტომბერს, დედაქალაქის მთავარ დღესასწაულზე, თბილისის მერია მრავალფეროვან პროგრამას გთავაზობთ:

ორბელიანის მოედანი

3 - 4 ოქტომბერი

12:00 საათი - 23:00 საათი

• გასტრონომიული ფესტივალი

• ყველისა და ღვინის კუთხე

• ლუდის ზონა

• სამეწარმეო მარკეტი

• თბილისური სახელოსნო

• ორბელიანის ნუგბარი

• კულინარიული მასტერკლასი

• თემატური ფოტოზონები

• სადღესასწაულო ინსტალაციები

• საბავშვო-გასართობი სივრცე და აქტივობები

• საბავშვო კონცერტები

• თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები

• საბავშვო ვორქშოფები (12:00 საათი - 19:00 საათი)

• საბავშვო ტკბილეულის ზონა

• ატრაქციონები

• იტალიის საელჩოს სივრცე (იტალიური კულინარია, მასტერკლასები, მუსიკა)

• „გარდენია შევარდნაძე“ - პროექტი „შემოდგომის თბილისი“

• ელექტრონული მუსიკა

3 ოქტომბერი - გიორგი ათონელის ქუჩა (ორბელიანის მოედნის სცენა)

• 13:00 საათი - საბავშვო კონცერტი

• 15:00 საათი - თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ ვოკალურ-ინსტრუმენტალური კონცერტი

• 20:00 საათი - საღამოს კონცერტი

4 ოქტომბერი - გიორგი ათონელის ქუჩა (ორბელიანის მოედნის სცენა)

• 13:00 საათი - საბავშვო კონცერტი

• 20:00 საათი - ქალაქური მუსიკის საღამო

რიყის პარკი

3 - 4 ოქტომბერი

12:00 საათი - 23:00 საათი

• „თბილისის დიდი სამზარეულო“

• „Street Food თბილისი“

• კულინარიული მასტერკლასი

• გასტრონომიული ფესტივალი

• ყველისა და ღვინის კუთხე

• ლუდის ზონა

• სამეწარმეო მარკეტი

• თბილისური სახელოსნო

• თემატური ფოტოზონები

• სადღესასწაულო ინსტალაციები, თაღი და ხეივანი

• თავგადასავლების კაფე

• ოფროუდის თავგადასავლების ტრასა

• „ტკბილი თბილისი“ - საბავშვო ტკბილეულის ზონა

• საბავშვო-გასართობი სივრცე და აქტივობები

• საბავშვო კონცერტები

• თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები

• საბავშვო ვორქშოფები (12:00 – 19:00)

• სპორტული აქტივობები:

o კრიობა (ქართული საბრძოლო ხელოვნება)

o ჭადრაკი

o ნარდი

o ქართული ჭიდაობა

o მინი-გოლფი

o მაგიდის ჩოგბურთი

o ავტო-მოტო ფესტივალი

• ატრაქციონები

• ელექტრონული მუსიკა

3-4 ოქტომბერი - საბავშვო პროგრამა

• 12:00 საათი - 18:00 საათი - ფოტორატორი, გიფერი, სახეზე მოხატვა და ბუშტების მასტერკლასი

• 12:00 საათი - ღონისძიების საზეიმო გახსნა: დრამერების შოუ და ზღაპრის გმირების მსვლელობა

• 14:00 საათი - ჯამბაზების შოუ

• 14:30 საათი - სპექტაკლი „კომბლე“, „წიქარა“

• 15:00 საათი - დრამერების შოუ

• 15:30 საათი - საპნის ბუშტების შოუ • 16:00 საათი - ილუზიონისტების შოუ

• 17:30 საათი - ქიმიური ლაბორატორია (აზოტის შოუ)

• 18:00 საათი - დრამერების შოუ

3-4 ოქტომბერი

რიყის პარკი - საკონცერტო პროგრამა

• 13:00 საათი - საბავშვო კონცერტი

• 18:00 საათი - ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი

3 ოქტომბერი

12:00 საათი - 23:00 საათი

• საქართველოს ბაიკერთა ასოციაცია - სამოყვარულო და გასართობი შეჯიბრებები კრუიზერისა და ედვენჩერის ტიპის მოტოციკლებისთვის

• მოტო და ავტო საგამოფენო სივრცეები

• მოტო ისტორიის ამსახველი ფოტო გამოფენა

• ქართველი მოტომოყვარულების მიერ შესრულებული მხატვრული გამოფენა

4 ოქტომბერი

12:00 საათი - 23:00 საათი

• ენდურო ქლაბ ჯორჯია - ენდუროს შეჯიბრი

• ენდუროსა და ენდურო ბავშვების დისციპლინის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი

• სპეციალურად მოწყობილი რთული საშეჯიბრო გზა

• გამარჯვებულთა დაჯილდოება

ლეღვთახევი და აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორია

3 - 4 ოქტომბერი

• 12:00-20:00 საათი - გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“

• 12:00-20:00 საათი -კულტურულ-შემოქმედებითი სივრცე:

o მოცულობითი სადღესასწაულო დეკორაციები

o თემატური პროექციები

o პერფორმანსები

გუდიაშვილის მოედანი

3 - 4 ოქტომბერი

12:00 საათი - 23:00 საათი

• ღია კინოთეატრი

• მოცულობითი სადღესასწაულო დეკორაციები

• სამეწარმეო მარკეტი

• გასტრონომიული ფესტივალი

• ყველისა და ღვინის კუთხე

• ლუდის ზონა

(გუდიაშვილის მოედნის სცენა)

3 ოქტომბერი

• 20:00 საათი - მუსიკალური ბენდი - „ღიმილის ბიჭები“

• 21:00 საათი - სალომე გოცირიძე და ბენდი

4 ოქტომბერი

• 20:00 საათი - „ელის ბენდი“

• 21:00 საათი - „ჩაქოს ბენდი“

4 ოქტომბერი • 20:00 საათი - თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

თბილისის მერია გილოცავთ „თბილისობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790966182

სპორტი

ნიკა ეგაძე ტურნირის „თრიალეთის თასი“ გამარჯვებულია

ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 93,80 ქულა, თავისუფალ პროგრამაში კი 168,85 დაიმსახურა; ორი პროგრამის ჯამში მან 262,65 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ინფორმაციას სპორტის...

ნიკა ეგაძე

1790964896

სპორტი

რამაზ სვანაძემ უნგრეთთან მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა დღეს, 2 ოქტომბერს, 22:45 საათზე დაიწყება. „ჯვაროსნების“ მთავარ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1790961801

საზოგადოება

ინგა გუდაძე: ირმა ინაშვილო, სულ ნუ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი, რასაც შენ ახლა „ჩალიჩობ“, ეგაა არამზადობა, პირდაპირ კობახიძეს ახსენებ აუგად და ყველაფერი რომ დააჯერო ხალხს, იმას ვერ დააჯერებ, რომ კობახიძემ სისტემა შექმნა ციხეებში

ირმა ინაშვილო! სულ ნუ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი, დიდი ხანია „ტვ.პირველისა“ და „ფორმულას“ „ზვეზდა“ გახდი და იმ წუთიდან ვიფიქრე, რომ სული სატანას მიჰყიდე, - წერს ხელოვნებათმცოდნე, ინგა გუდაძე, სოციალურ ქს...

ინგა გუდაძე

1790960102

საზოგადოება

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?

შესაძლოა ამას ზუსტად სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა იმისათვის, რომ შური ეძიათ, თითქოს არ იკმარა იმ 17-მა წელმა, რომელიც მიუსაჯეს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერ...

სანდრო ბარამიძე

1790958799

საზოგადოება

კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, კვლევითი ცენტრების და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, კვლევითი ცენტრების და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი...

 მაია ბითაძ