დიმიტრი ხუნდაძე: განვითარება და ომი - ეს ორი რამ შეუთავსებელია, საქართველო თავისი იმპროვიზაციული პოლიტიკით სწორი მიმართულებით მიდის

საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის როლზე ისაუბრა მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ მხოლოდ მშვიდობაა ის აუცილებელ პირობა, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

დიმიტრი ხუნდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონიმიკური განვითარება შეუნარჩუნებს ქვეყანას რეგიონის ლიდერის ფუნქციას. მისი თქმით, ამის მიღწევა კი, მხოლოდ მშვიდობის არსებობის პირობებშია შესაძლებელი, რადგან ომი და განვითარება ერთად, წარმოუდგენელია.

„ქვეყნის სატრასპორტო შესაძლებლობების გამოყენებისათვის აუცილებელი პირობაა მშვიდობა. რამდენიმე დღის წინ, როცა ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, სატრასპორტო-საჰაერო რუქაზე მხოლოდ საქართველოს საჰაერო სივრცე იყო გადატვირთული. ეს იყო ძალიან პატარა მაგალითი იმ დიდ სურათში, რასაც ვამბობ - სატრანზიტო ფუნქციის შესრულებისათვის აუცილებელი პირობაა მშვიდობა.

როგორ შეიძლება ქვეყანა უერთდებოდეს სანქციებს, როდესაც ამით ვერავითარ შედეგეს, თუნდაც დამკვეთისათვის, ვერ მიიღებ. როგორ წარმოგიდგენიათ ქართული სანქციებით რუსეთის ეკონომიკის დანგრევა? ჩვენი ოპონენტები აყენებენ საკითხს, რომ სოციალური მდომარეობის გაუმჯობესებისათვის უნდა გადაიდგას აქტიური ნაბიჯები, პენსიები და ხელფასები უნდა გაიზარდოს, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, ტურიზმი უნდა განვითარდეს და ა.შ. პირდაპირ ციფრებად აქვთ წარმოდგენილი წინადადებები. მაგალითად გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა შემოიტანეს ინიციატივა, რომ მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1050 ლარი. „ლელო“ აყენებს საკითხს, რომ 1000 ლარამდე გაიზარდოს პენსია და ეს ყველაფერი სანქციების ფონზე უნდა მოხდეს? ომის ვითარებაში ეს ხომ წარმოუდგენელია?!

ეს არის თვალთმაქცურად კეთილშობილური განცხადებები. ზოგს წამოსცდება ხოლმე, რომ სჯობს ცხელი ბომბები ცვიოდეს, ვიდრე მშვიდობა იყოს საქართველოში. განვითარება და ომი - ეს ორი რამ შეუთავსებელია. საქართველო თავისი იმპროვიზაციული პოლიტიკით, ფაქტია, რომ სწორად მიდის.

შედარებისთვის, უკრაინაში დღეს არავინ ფიქრობს პენსიების მომატებაზე, სკოლების და საბავშვო ბაღების აშენებაზე. უკრაინაში მხოლოდ ერთი საფიქრალია, რამენაირად გადარჩეს ოჯახის ესა თუ ის წევრი. 10 მილიონზე მეტი ადამიანია უკვე დევნილად ქცეული, ეკონომიკა განადგურებულია.

ჩვენთან კი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტურიზის მაჩვენებელმა მოიმატა. 4,4 მილიარდი იყო 2024 წელს, 2025 წელს კი დაფიქსირდა 4,7. ინვესტიციები იზრდება, ქვეყნის ეკონომიკა 100 მილიარდამდე გაიზარდა. სწორედ აი აქ არის იმის შესაძლებლობა, რომ ინფრასრუქტურა განვითარდეს, შემოვიდეს ინვესტიციები და კიდევ მეტი ტურისტი. შემდეგ უკვე შესაძლებლებელი იქნება პენსიების უფრო სწრაფად მატება, სამუშაო ადგილების მეტი ინტენსივობით შექმნა - ბოლო პერიოდში 40 ათასით გაიზარდა.

იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მე ვამბობ, რომ ამ ურთულეს პერიოდში, აი ასეთი პოლიტიკით, არათუ მშვიდობა შევინარჩუნეთ და ომი ავიცილეთ, არამედ ყველა მიმართულებით შევძელით, რომ არის უკეთესი ვიდრე იყო გუშინ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის და კიდევ უკეთესი გვინდა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775803366

მსოფლიო

ნატოს გენმდივანმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ პროცესს ოთხი სახელმწიფო ეწინააღმდეგება. ამის შე...

ნატოს გენმდივან

1775801754

ახალი ამბები

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 სა...

მეტრო და ავტობუსი

1775799941

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (...

გზა მოძრაობა

1775797853

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1775797265

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დ...

წვიმააა