დიმიტრი ხუნდაძე: მართალია, მსოფლიო არაპროგნოზირებადია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ საზოგადოებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ თავად ევროპაშიც, უკვე ყელში ამოუვიდა ფსევდოღირებულებები და ცვლილებების ჟინმა მთლიანად ევროპა მოიცვა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაციებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

მისი თქმით, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები, რომლებიც პროვოკაციებით იყვნენ დაკავებულები, იგივე პირები არიან, ვინც პატრიარქის გარდაცვალების დღეს აქციას მართავდნენ რუსთაველის გამზირზე.

„ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია, რა მიზანი ამოძრავებთ რადიკალებს - სურთ, ქვეყანა გახადონ მორჩილი და ასრულებენ გარე დაკვეთებს. პრაქტიკულად ყველაფრის პრივატიზებას აკეთებენ. ყვავილებსაც კი დაუწყეს ბრძოლა, არა მხოლოდ თარიღს. არ მოერიდათ და 9 აპრილის მონაწილეთა ოჯახის წევრების წინააღმდეგ გაილაშქრეს. უკვე გაცვეთილია იარლიყი - რუსეთუმეობა, რომელმაც არ გაჭრა და შემდეგ ირანიზაციაზე გააკეთეს აქცენტი, თითქოს საქართველო ირანს უჭერდა მხარს. მოკლედ, იარლიყების კორიანტელია, მიზანი კი ერთი. ერის ერთიანობის თვალსაზრისით ერთმანეთს შევადარე 9 აპრილის და პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებული მწუხარებით შეკრებილი მთელი საქართველო, მაგრამ სწორედ ამ მწუხარების დროს ეს რამდენიმე ერთეული ადამიანი ისევ აქციას მართავდა მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. ანუ, არავითარი ადამიანური, ეროვნული განცდა, შეგნება არ აქვთ და დამოკიდებულები არიან მხოლოდ გარე დავალებებზე“, - განაცხადა მან.

დეპუტატი 9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩის მისვლას და აქტივისტების მისამართით გაკეთებულ მადლობის გამომხატველ ჟესტსაც გამოეხმაურა.

„პიტერ ფიშერის სტუმრობა 9 აპრილის მემორიალთან, როგორც გამოჩნდა, არ იყო მხოლოდ თანაგრძნობით განპირობებული და მისი ეს ქმედება იყო პოლიტიკური. სწორედ ამიტომ ის მიესალმა მათ, ვინც აურზაურს ტეხდა. სხვათა შორის, ასეთი წაქეზებები ბოლო პერიოდში არაერთი ვნახეთ. გახსოვთ, ალბათ, როდესაც „მაიდანიზაციის“ წაქეზება ხდებოდა და ბალტიის ქვეყნების მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა პირდაპირ მიტინგზე გამოდიოდა და აქეზებდა მომიტინგეებს, ცეცხლი ანთებულიყო შუაგულ დედაქალაქში. ვნახეთ, როცა ელჩების უდიდესი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმულ სცენაში მონაწილეობდნენ. გახსოვთ, ალბათ, წინდებით გატანილი მასალა კვლევისთვის. სურდათ, დაემტკიცებინათ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს ვინმე აწამებდა. ასეთი სცენების მომსწრე უკვე ვართ და არ არის ეს უცხო. სამწუხაროა, მაგრამ თავად დასავლეთის პოლიტიკურ წრეებშიც ეს ყველაფერი გაცვეთილია და ბოლო არჩევნებმაც აჩვენა, რომ ფსევდოლიბერალები თანდათან კარგავენ პოზიციებს. საფრანგეთი, გერმანია, შოლცის მესამე ადგილზე გასვლა, მაკრონის საარჩევნო პოზიციების დათმობა და ა.შ. მართალია, მსოფლიო არაპროგნოზირებადია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ საზოგადოებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ თავად ევროპაშიც, უკვე ყელში ამოუვიდა ფსევდოღირებულებები და ხედავთ, რომ ცვლილებები არის არამხოლოდ ერთ რომელიმე ლოკაციაზე, არამედ მთლიანად ევროპა მოიცვა ასეთი ცვლილების ჟინმა და სურვილმა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775799941

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (...

გზა მოძრაობა

1775797853

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1775797265

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დ...

წვიმააა

1775767361

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნეს შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში და სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში, მაქსიმალური ჰუმანურობით

9 აპრილის გმირების მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნეს შეტანილი ფსიქიატრიული...

დავით ქართველიშვილი

1775767277

ახალი ამბები

დღეს წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე

დღეს წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება. წითელ პ...

წითელი პარასკევია