დიმიტრი ხუნდაძე: რუსეთის მარცხის მოლოდინი არ გამართლდა და ნატოს მეტი საფიქრალი გაუჩნდა, ამ ურთულეს რეალობაში ყველაზე წინდახედული პოლიტიკა საქართველომ აწარმოვა, რაც ყოველდღიურად დასტურდება

„მე-3 მსოფლიო ომის განცდით ცხოვრობს საზოგადოება“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი წლისთავზე შექმნილ ვითარებას ეხმიანება.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, უკრაინა პოლიტიკოსების და მსოფლიოში გავლენების გადანაწილების „თამაშებს" შეეწირა და შედეგად მიღებულ ნგრევას კი, უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა.
„3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა საშინელებაში ცხოვრობს. ამდენივე დრო გავიდა, რაც საქართველომ ბეწვის ხიდზე გაიარა და მშვიდობას ინარჩუნებს. გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ ომი უკრაინაში დასრულდება და მსოფლიოც დამშვიდდება, მაგრამ კითხვა კითხვად რჩება, ვინ რა მიიღო და რისთვის ღირდა ეს ყველაფერი? ფაქტია, რომ ამ „თამაშებს" შეეწირა უკრაინა, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა. ასევე, ეწირება თავად ევროკავშირის აქამდე ღირებული ფასეულობები, რამაც ცუდად „იცვალა ფერი". შეირყა აშშ-ს პოლიტიკური რეპუტაცია, ტრამპის ადმინისტრაცია კი, გამოსავალს ეძებს. რუსეთის მარცხის მოლოდინი არ გამართლდა და ნატოს მეტი საფიქრალი გაუჩნდა. მე-3 მსოფლიო ომის განცდით ცხოვრობს საზოგადოება. ამ ურთულეს რეალობაში ყველაზე წინდახედული პოლიტიკა საქართველომ აწარმოვა, რაც ყოველდღიურად დასტურდება. როგორც ჩანს, ისტორიულმა გამოცდილებამ ამჯერადაც გადაგვარჩინა. მიღწეული წარმატება ხელიდან არ უნდა გავუშვათ!" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
1740394460
ახალი ამბებიპრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე
„მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომ...
1740393377
ახალი ამბებიპრემიერი: დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20 100 ადამიანით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1740392636
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში
სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობ...
1740392243
ახალი ამბები„დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს“ - სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა
სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. „დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვე...
1740390311
მსოფლიოევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. თავდაპირველად ვრცელდებ...