დონალდ ტრამპი: ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია“.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ეს არის სამართლიანობის აღსრულება არა მხოლოდ ირანელი ხალხისთვის, არამედ ყველა დიადი ამერიკელისთვის და იმ მრავალი ქვეყნის წარმომადგენლისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც ხამენეისა და მისი სისხლისმსმელი ბანდიტების დაჯგუფებამ დახოცა ან დაასახიჩრა.
„მან ვერ შეძლო თავი დაეღწია ჩვენი დაზვერვისა და უმაღლესი დონის დახვეწილი სამეთვალყურეო სისტემებისთვის. ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვერც მან და ვერც სხვა ლიდერებმა, რომლებიც მასთან ერთად განადგურდნენ, ვერაფერი გააკეთეს. ეს არის ერთადერთი უდიდესი შანსი ირანელი ხალხისთვის, დაიბრუნონ საკუთარი ქვეყანა. ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, სამხედრო და სხვა უსაფრთხოებისა თუ პოლიციის ძალების დიდ ნაწილს აღარ სურს ბრძოლა და ჩვენგან ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვენ.
როგორც გუშინ ღამე ვთქვი: „ახლა მათ შეუძლიათ მიიღონ იმუნიტეტი, მოგვიანებით კი მხოლოდ სიკვდილს მიიღებენ!“ იმედია, ისინი მშვიდობიანად შეუერთდებიან ირანელ პატრიოტებს და ერთიანად იმუშავებენ, რათა დაუბრუნონ ქვეყანას ის დიდება, რომელსაც ის იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეია მკვდარი, არამედ თავად ქვეყანა, სულ რაღაც ერთ დღეში, ძალიან დაზიანდა და, შეიძლება ითქვას, განადგურდა კიდეც. თუმცა, ინტენსიური და წერტილოვანი დაბომბვები შეუფერხებლად გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად - ეს არის მშვიდობა მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მსოფლიოში!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
1772345476
მსოფლიოირანის სახელმწიფო მედიამ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. დადასტურებიდან მალევე,...
1772345368
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
პირველ მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +4 და ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს,...
1772310719
მსოფლიოისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს და ტრამპს ხამენეის ცხედრის ფოტო აჩვენეს
ებრაული მედიის Channel 12-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩვენეს ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ცხედრის სურათი, რომელიც ირანის ხელისუფლ...
1772309195
მსოფლიონეთანიაჰუ ირანის უზენაეს ლიდერზე: არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ ეს ტირანი ჩვენთან აღარ არის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „არსებობს მრავალი ნიშანი“ იმისა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი „ჩვენთან აღარ არის“, თუმცა ცალსახად არ თქვა, რომ ის მოკლეს. მანამდე ირანის საგ...
1772308939
ახალი ამბებიქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის...































