პრემიერი: იმედი აქვთ, რომ კონკრეტული ტელევიზიებისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვით მოძლიერდებიან პარტიული ტელევიზიები, თუმცა ამ სანქციებით არ შეიზღუდება ამ ტელევიზიების უფლებები, ამის გარანტი ხელისუფლებაა

მედიის თავისუფლება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ძირითადი უფლება უხეში ფორმით არის ხელყოფილი, თუმცა ეს ეგრეთ წოდებული ენჯეოები საერთოდ არ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმას და საკითხზე უფლებადამცველი ორგანიზაციების დუმილს უკავშირდებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ამ სანქციებით, არ შეიზღუდება არცერთი ტელევიზიისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, რისი გარანტიც არის საქართველოს ხელისუფლება.

„გახსოვთ წლების განმავლობაში ე.წ. ენჯეოები საკუთარ თავს უფლებადამცველებს უწოდებდნენ, გამოჩნდა, რომ ენჯეოები არავითარი უფლებადამცველები არ არიან. თქვენ ხედავთ ძალიან უხეშ ხელყოფას ერთ-ერთი მთავარი ძირითადი უფლების - ეს არის მედიის თავისუფლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ძირითადი უფლება, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციით, დაცული რომელიც არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, დაცული სხვა საერთაშორისო აქტებით დაცული. ეს ძირითადი უფლება უხეში ფორმით არის ხელყოფილი, თუმცა ეს ეგრეთ წოდებული ენჯეოები საერთოდ არ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი ფარსია ენჯეო. ენჯეოს აქვს ერთადერთი ფუნქცია - ის არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ინტერვენციის ინსტრუმენტი. ამიტომ მივიღეთ ჩვენ თავის დროზე კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ მათი ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი - ვინ არიან სინამდვილეში ენჯეოები, რამდენ დაფინანსებას იღებენ და რაში იღებენ ამ დაფინანსებას. თქვენ ძალიან კარგად იცით რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ამ ენჯეოებს, ე.წ. უფლებადამცველებს არაფერი სიკეთე არ უკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, პირიქით, მუდმივად მტრობდნენ ამ ქვეყანას. ეს არის საბოლოო ჯამში იმ დაფინანსების შედეგი, რომლის გამჭვირვალობასაც ჩვენ ვითხოვდით და ბუნებრივია, დღესაც ვითხოვთ. როდესაც პირდაპირ ხელყოფენ მედიის თავისუფლების ძირითად უფლებას და ე.წ უფლებადამცველები ამას არ ეხმაურებიან - ეს არ არის მარტო იმის ნიშანი, რომ ვიღაცა არაკეთილსინდისიერად მოქმედებს, ეს არის იმის ნიშანი, რომ ეს კონკრეტული ადამიანები, ეგრეთ წოდებული უფლებადამცველი ენჯეოების წარმომადგენლები არიან უბრალოდ უცხოური აგენტურა, ამას სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს.

ბუნებრივია ეს არის ინტერესი, რომ რაღაცნაირად დააზიანონ ორი პოლიტიკური მხარიდან ერთ-ერთი, თუმცა ეს განწირულია წარუმატებლობისთვის. თქვენ იცით, რომ არსებობს ოპოზიციური ტელეარხები, რომელთა რეიტინგიც არის ფსკერზე; რომ შეადაროთ ოპოზიციური არხების რეიტინგები სხვა ეროვნული მაუწყებლების რეიტინგებს, სხვაობა არის დაახლოებით ხუთმაგი, ექვსმაგი. ეს აწუხებთ ბუნებრივია ამ ადამიანებს და იმედი აქვთ, რომ კონკრეტული ტელევიზიებისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვით შეიძლება მოძლიერდეს პარტიული ტელევიზიები, თუმცა რა თქმა უნდა ამ სანქციებით, არავითარი დოზით, არავითარი ხარისხით არ შეიზღუდება არცერთი ტელევიზიისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამის გარანტი არის საქართველოს ხელისუფლება. 2012 წლიდან სწორი ჩვენი ხელისუფლება არის საქართველოში მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვის გარანტი, ჩვენ დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში მედიაპლურალიზმი, რომელიც 2012 წელს საერთოდ არ არსებობდა, შესაბამისად დღესაც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შენარჩუნებული იქნება სრულფასოვნად მედია პლურალიზმი და დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება თითოეული ტელევიზისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772192273

საზოგადოება

პრემიერი სტეფანჩუკის განცხადებაზე: საქართველოს მიმართ არის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მიზეზი, რომ ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ვიღაცები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს

ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო უზრუნველყოფილი მხარდაჭერის გამოხატვა, რაც იყო კონკრეტულ აქტებში, მათ შორის გამოხატული ათასამდე საერთაშორისო დოკუმენტს, აქტს, რეზოლუციას და ა.შ. შეუერთდა საქართველო, რომელიც...

ირაკლი კობახიძე

1772192236

საზოგადოება

კობახიძე: ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთთან ფედერაციასთან და უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს - როდესაც საუბარია საქართველოზე, ხედავთ, რომ არის განსხვავებული დამოკიდებულება

ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან და ამ ვაჭრობის შედეგად საკმაოდ უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა, ხმარ...

ირაკლი კობახიძე

1772192051

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება: თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო

დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე...

ოცნება ქართული

1772191779

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული

ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიხძე...

 ირაკლი კობახიძე

1772191743

საზოგადოება

პრემიერი: გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე უკეთ წარმოაჩინა, ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველოში უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს

ევროპულ ბიუროკრატიას არაფორმალური გავლენისგან განთავისუფლება მოკლევადიან ან თუნდაც, საშუალოვადიან პერსპექტივაში რომ ძალიან გაუჭირდება, ამაში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის ბრიტანულმა სანქციებმა...

ირაკლი კობახიძე