ეკა სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რისი მზაობა აშკარად მოვისმინეთ ვაშინგტონში გამართული ყველა შეხვედრიდან
ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება პარტნიორობის ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობის დაწყება.
„ურთიერთობების დათბობა, რომელიც ჩვენი ვიზიტის ფარგლებში, ძალიან ბევრი შეხვედრებით გამოიხატება, არის მხოლოდ დასაწყისი და ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობების შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში.
ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რაც იქნება რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის მზაობა და სურვილი ჩვენ აშკარად მოვისმინეთ ყველა შეხვედრიდან,“ - აღნიშნა მან.
დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მიერ, სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან თქვა: „ვთხოვეთ კონგრესმენებს, შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების საკანონმდებლო ინიციატივები, რათა ურთიერთობებში პოზიტიურ დინამიკას ზიანი არ მიადგეს“.
„ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ განცხადებაში იგულისხმება „მეგობარი აქტი“, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ სხვადასხვა შეხვედრების დროს. კონგრესმენებს, რომლებსაც შევხვდით ჰქონდათ სრული მზაობა, ამ საკითხზე საქართველოსთვის მხარდაჭერა გამოეხატათ, თუმცა კონგრესში არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ასეთ ინიციატივებს მხარს უჭერენ სწორედ იმიტომ რომ, მათ უნდათ ვითარების დაძაბვა, თუნდაც ამერიკის შიგნით. აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა ყველამ ერთად აღნიშნა, რომ იმ პოლიტიკოსს [ჯო უილსონი], რომელიც მსგავს ინიციატივებს აყენებს, სერიოზულად არ აღიქვამენ, თუმცა ეს ხელს არ უშლის, ჩვენს რადიკალებს და აგენტურას, მსგავსი ინიციატივები, რომელიც ამერიკაში სერიოზულად არ აღიქმება, სათავისოდ გამოიყენონ ისე, თითქოს ეს არის ზოგადად ამერიკის პოზიცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის დაგეგმილი სპექტაკლის ნაწილი, რომელსაც ახორციელებენ ის გლობალური ძალები, ვისაც თვითონ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ებრძვის. თავადვე აღიარებენ, რომ ეს ძალები ჯერ კიდევ მავნებლობენ და ბოლომდე დამარცხებულები არ არიან. მოლოდინი, რომ მსგავსი ინიციატივები [მეგობარი აქტი] ინიცირებული აღარ იქნება, ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა გვაქვს იმის იმედი, რომ მას ნაკლები მომხრე ეყოლება, გაცილებით ყურადღებით მოეკიდებიან შინაარსს და წაკითხვის გარეშე (ზეპირად) ნაკლები ადამიანი დაუჭერს მხარს,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
1772813717
მსოფლიოძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა - „პრაიმტაიმმა“ გიორგი რუხაძის ჩვენება მოიპოვა
25 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვერის სასაფლაოზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ - ფაქტი გაშუქდა, როგორც „ორმხრივი სროლა“ და “სისხლიანი ანგარიშსწორება“, რომელსაც თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი მ...
1772812317
ახალი ამბებისაქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა - მინისტრებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან იაშარ გიულერთან გამართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის...
1772811181
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებუ...
1772809206
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან...
1772807434
ახალი ამბებიტრამპი - ირანთან შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო დანებებისა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპის თქმით, ირანს დიდებული მომავალი ექ...






























