პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ

ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.

პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 4 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში, ბრალდებულმა ავტომანქანაში მჯდომ დაზარალებულს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა, თუმცა იგი ქვამ შეაჩერა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772816352

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რისი მზაობა აშკარად მოვისმინეთ ვაშინგტონში გამართული ყველა შეხვედრიდან

ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთ...

ეკა სეფაშვილი

1772813717

მსოფლიო

ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა - „პრაიმტაიმმა“ გიორგი რუხაძის ჩვენება მოიპოვა

25 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვერის სასაფლაოზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ - ფაქტი გაშუქდა, როგორც „ორმხრივი სროლა“ და “სისხლიანი ანგარიშსწორება“, რომელსაც თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი მ...

ძმები კაკულიები

1772812317

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა - მინისტრებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან იაშარ გიულერთან გამართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის...

 ირაკლი ჩიქოვანი

1772809206

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან...

ირაკლი კობახიძე

1772807434

ახალი ამბები

ტრამპი - ირანთან შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო დანებებისა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპის თქმით, ირანს დიდებული მომავალი ექ...

ტრამპიტრამპი