ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook გვერდებსა და ჯგუფებში, გააქტიურებული კამპანიების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომელიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავების შეთავაზებას უკავშირდება. ის მოქალაქეებს საკუთარი თანხების დაბანდებამდე განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, წინასწარ შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკები.

ლაშა გზირიშვილის განცხადებით, აღნიშნული მოდელი შესაძლოა, წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანი არა თანხის მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ახალი წევრების მოზიდვაა.

„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა, წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნესსაქმიანობაში, ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნესსაქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

მისივე თქმით, სქემის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, სანამ ადამიანები აქტიურად წევრიანდებიან, კამპანია საკმაოდ წარმატებულადაც კი შეიძლება ჩანდეს და მონაწილეებმა გარკვეული თანხაც მიიღონ. თუმცა დროის გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს მონაწილეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს და სქემა აუცილებლად იშლება. ასეთ დროს მონაწილეებს საკუთარი სახსრების გატანაზე ხშირად ტექნიკური მიზეზით ეუბნებიან უარს, ზოგჯერ კი ინვესტიციის დაბრუნების სანაცვლოდ დამატებით თანხასაც სთხოვენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებლისთვის ცნობილია სქემის რისკიანობის შესახებ, ხშირად ისინი შეგნებულად ერთვებიან ამ სქემებში იმის იმედით, რომ მათ მიერ ინვესტირებული თანხის გამომუშავებას სქემის დაშლამდე შეძლებენ“, - აღნიშნა ლაშა გზირიშვილმა.

მისივე შეფასებით, მსგავსი მიდგომა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც მონაწილემ არ იცის სქემის ფუნქციონირების რომელ ეტაპზე უერთდება მას, ხოლო დაშლის კონკრეტული მომენტის წინასწარ განჭვრეტა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, დიდია მომხმარებლების მიერ თანხის დაკარგვის რისკი.

სებ-ის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მსგავსი სქემები დიდწილად მოგების სწრაფად მიღების სურვილს ეფუძნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, მიმზიდველი საინვესტიციო შემოთავაზების შემთხვევაში, მომხმარებელმა არ მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილება, არამედ მოიძიოს დეტალური ინფორმაცია და გულდასმით აწონ-დაწონოს შესაძლო რისკები.

„მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე, მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ. ასეთი კომპანიები მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს „საფინანსო“, „საბროკერო“, „საინვესტიციო“ და ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტი. მოიძიეთ ინფორმაცია სქემის მონაწილეების არამხოლოდ წარმატების, არამედ წარუმატებლობის ისტორიებისა და ამის მიზეზების შესახებ“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ხვეწს და ავითარებს საკანონმდებლო ჩარჩოს, განსაკუთრებულ აქცენტს კი მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე აკეთებს. მისი განმარტებით, არსებული რეგულაციების მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც თავად მომხმარებელი იღებს, ამიტომ ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, საინვესტიციო შემოთავაზებების განხილვისას მოიძიონ დეტალური ინფორმაცია, კარგად აწონ-დაწონონ რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787724454

მსოფლიო

პაკისტანის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 14 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისლამაბადში, პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა, რასაც 14 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC-ს საავადმყოფოს წარმომადგენე...

პაკისტანის საავადმყოფო

1787722698

ახალი ამბები

თბილისში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ.მ. ფართობზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ასევე, განხორციელდა ათამდე ავტოფარეხის დემ...

ინფრასტრუქტურული სამუშაოები

1787720387

ახალი ამბები

„წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის დ...

ამინდი ამინდი

1787691351

სპორტი

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ფედერაციის ცნობით, ძალოსამა 1 ბრინჯაოს და 2 ოქროს მედალი მოიპოვა. „პრიშტინაში მიმდ...

ლადო ძიმცეიშვილი

1787688042

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, ეს რუსეთის დედაქალაქში მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზ...

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი