პოლიციამ თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა აღკვეთა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ დაუფლების მიზნით, თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა და ადგილიდან ავტომობილით მიმალვა სცადეს, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დააკავეს.
პოლიციამ ნაქურდალი აპარატი, აპარატში არსებული 4000-მდე ლარი და ქურდობის მცდელობისას გამოყენებული ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1787722698
ახალი ამბებითბილისში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ.მ. ფართობზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ასევე, განხორციელდა ათამდე ავტოფარეხის დემ...
1787720387
ახალი ამბები„წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის დ...
1787691351
სპორტილადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ფედერაციის ცნობით, ძალოსამა 1 ბრინჯაოს და 2 ოქროს მედალი მოიპოვა. „პრიშტინაში მიმდ...
1787688042
მსოფლიოThe Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, ეს რუსეთის დედაქალაქში მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზ...
1787685923
მსოფლიომიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით
უკრაინა, როგორც ჩანს, რუსეთთან ომში ნელ-ნელა მარცხდება, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა და გააფრთხილა, რომ კიევს რამდენიმე თვე აქვს იმ ძირითა...































