ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2025 წელს სამართალდარღვევის 877 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს 877 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

წლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 773 ფაქტია გამოვლენილი, მათ შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1706 კუბური მეტრი შეადგინა. რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 101 და სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 3 ფაქტი. ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია.

„გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორის 31 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგს პატრულირებასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებითაც ვახორციელებთ. მიმდინარე წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ”, - აღნიშნა ეროვნული სატყეოს სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767079374

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს. დაკა...

ნარკოდანაშაულ

1767079162

ახალი ამბები

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ორი პირი სხვადასხვა დროს დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებ...

შსს

1767077528

ახალი ამბები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....

მიგრაციის დეპარტამენტი

1767076035

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინ...

რკინიგზარკინიგზა

1767074861

მსოფლიო

Politico: ალენ მინკის თქმით, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია. ის არის ნარცისი, რომელიც რეალობას უარყოფს. სტატიას ამ შინაარსით გამოცემა Politico მაკრონის ძველ მენტორზე ალენ მინკზე დაყრდნობით ავრცელებს. იყო დ...

ემანუელ მაკრონი