სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1767079162
ახალი ამბებიცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ორი პირი სხვადასხვა დროს დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებ...
1767077528
ახალი ამბებისაქართველოდან უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....
1767076035
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს რკინიგზა დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინ...
1767074861
მსოფლიოPolitico: ალენ მინკის თქმით, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია. ის არის ნარცისი, რომელიც რეალობას უარყოფს. სტატიას ამ შინაარსით გამოცემა Politico მაკრონის ძველ მენტორზე ალენ მინკზე დაყრდნობით ავრცელებს. იყო დ...
1767073633
მსოფლიოუკრაინაში ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილის სტატუსი კიდევ ერთ დეპუტატს განესაზღვრა
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ეჭვმიტანილის სტატუსი კიდევ ერთ სახალხო დეპუტატს, მიხაილო ლაბას განუსაზღვრა. შედეგად, საქმეზე ეჭვმიტანილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. პარალელურად, ბიურომ უზენაეს რადაში მოქმ...




























