„ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში მე-6 საარტილერიო ბრიგადამ სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა

თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ერთი დღე ჯარში“ აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა, სადაც საპილოტე პროგრამა „სამხედრო საქმე“ ისწავლება. ამჯერად საარტილერიო ბრიგადაში ქუთაისის მე-15 და 26-ე, ასევე ონის, ცაგერის, ლენტეხის N1 და ამბროლაურის N1 საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეები და „სამხედრო საქმის“ პედაგოგები იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდებმა საარტილერიო ბრიგადაში ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები და ჯარისკაცის ეკიპირება დაათვალიერეს, გაეცნენ ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო შეიარაღებას და სიმულაციური კლასითაც დაინტერესდნენ. ღონისძიების დასასრულს უფროსკლასელებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
1744007949
მსოფლიოევროკავშირი აშშ-ის საქონელზე საპასუხო გადასახადების გეგმას ამზადებს
ევროკავშირის ქვეყნები მომდევნო დღეებში აშშ-ის იმპორტის მიმართ საპასუხო ზომების პაკეტს დაამტკიცებენ. მისი სავარაუდო ღირებულება 28 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Reuters იუწყება. ევროკომისია 7 ა...
1744006666
ახალი ამბებიბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ო...
1744004689
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ძირითად ყურადღებას გავამახვილებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე, გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე
ჩვენ ძირითად ყურადღებას გავამახვილებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და, რა თქმა უნდა, ასევე, გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმ...
1744003913
მსოფლიოკრივოი როგზე, სამი დღის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია
კრივოი როგზე, სამი დღის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 75 ადამიანი. პარასკევს საღამოს ოკუპანტებმა ქალაქზე შეტევა...
1744002685
ახალი ამბებიმართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია შესრულდება. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულ...