შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე: სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები მას უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ

„რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები მას უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ჯერ კიდევ 2022 წელს ამ ჯგუფების ჩართულობით პასე-მ, მისი რეზოლუციით, ადამიანების წამებისა და ბიზნესის რეკეტის კორუფციული სისტემის შემქმნელი სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

„ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არცერთი გადაწყვეტილება, თუ რეზოლუცია უკვე გასაკვირი არ არის.

ასევე, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, პასე-ს მიერ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციის მიღების შემდეგ, პასე-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ყველა წევრმა დელეგაცია დატოვა. დღეს საქართველოს პარლამენტს პასე-ში დელეგაცია არ ჰყავს. ასე რომ, რა თქმა უნდა, დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც განხილული ვერ იქნება.

ქვემოთ გიზიარებთ წერილს, რომელიც ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტის პოზიციაზე თებერვლის დასაწყისში პასე-ს პრეზიდენტს მივწერე.

***
5 თებერვალი 2025 წ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ბატონ თეოდოროს რუსოპულოსს:

პატივცემული ბატონო პრეზიდენტო,

გწერთ, რათა გაცნობოთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა პარლამენტის დელეგაციის წევრობიდან გადადგომის წერილით მომართეს. შესაბამისად, დელეგაცია არ არის დაკომპლექტებული და ვერ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

ასევე, მსურს, რამდენიმე განმარტება გავაკეთო პარლამენტის დელეგაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.
პასე-მ 2025 წლის 29 იანვრით დათარიღებულ ბოლო რეზოლუციაში (2585 (2025) წამოაყენა საქართველოს დელეგაციის რწმუნების აღიარების პირობები. ამით პასე-მ შელახა ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ვინაიდან პასე-ში დელეგაციის აღიარების წინაპირობად საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება დაადგინა.

პასე-ს მცდელობა, უარი თქვას ქართველი ხალხის არჩევანის აღიარებაზე, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და თავად ევროპის საბჭოს ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, არამედ წარმოადგენს პრეცედენტს, თუ როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ უგულებელყოს არსებული რეალობა და ამით გაამწვავოს პოლიტიკური პოლარიზაცია.

ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მცდელობა, თავიანთი პარტიკულარისტული ინტერესების იარაღად გამოიყენონ პასე, ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელსაც შეუძლია, ძირი გამოუთხაროს თავად ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და პრინციპებს. ამგვარი ქმედებები მიკერძოებულ პოლიტიკურ ჯგუფებს აძლევს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა სახალხო სუვერენიტეტი და ევროპის საბჭოს პრინციპებთან, როგორიცაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, არღვევს ინკლუზიურობის პრინციპს და თავად პასე-ს აზიანებს.

პასე-ს ბოლო მსგავსი მცდელობა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ლახავდა, იყო 2022 წლის 13 ოქტომბრის 2463 (2022) რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, „პოლიტიკურ პატიმრად“ აცხადებდა და მოითხოვდა მის გამოშვებას კანონიერი და ლეგიტიმური პატიმრობიდან.

ბატონო პრეზიდენტო, პასე-ს დელეგაციის გაუქმების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ევროპის საბჭოს ძირეული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულად, რომლებიც გულისხმობს ხალხის არჩევანის პატივისცემას, უმრავლესობის მმართველობას უმცირესობის უფლებების დაცვით და კანონის უზენაესობას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744271347

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ამაზრზენია, როდესაც ეროვნული მოძრაობის მდევნელი მამუკა ხაზარაძე, რუსი ბანი პაატა ბურჭულაძე დგანან რუსთაველის გამზირზე და 9 აპრილის მიტინგის წამყვან ირაკლი ქადაგიშვილს ეუბნებიან, რომ ის იქ არ უნდა მივიდეს

ძალიან კარგად ვიცით, ვინ მოდიოდა იქ ნიჩბებით, ვინ აგვიჩეხა ჩვენ ახალგაზრდები და ასაკოვანი ხალხი, ძალიან კარგად ვიცით, ვინ იდგა იქ - საბჭოთა არმია, რომელიც რუსული იმპერიის გაგრძელება იყო. ეს უნდა გესწა...

შალვა პაპუაშვილი

1744270729

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველა, ვინც გუშინ თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, მოქალაქეებს, რომლებიც იქ მიდიოდნენ, თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა, რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს 1989 წლის 9 აპრილს

„ყველა ის ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, მოქალაქეებს, რომლებიც იქ მიდიოდნენ, თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა, რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს 1...

შალვა პაპუაშვილი

1744270110

ახალი ამბები

გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი უფროსები წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ა...

გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

1744269879

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ც., 1993 წელს და...

 3 პირი დააკავა

1744269555

ახალი ამბები

წულუკიანი როინ შავაძის მეუღლეს: თქვენი თავდადების შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და დამტკიცდა, რომ ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალმა ქალს იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად აწარმოვეთ იმისათვის, რომ თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესა...

თეა წულუკიანი