ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სგპ ,,სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,კოკაინი“, ასევე 145 კაფსულა (მათ შორის სხეულზე მალულად განთავსებული 44 კაფსულა) და 50 გრამი ფხვნილის სახით დაფასოებული სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერება.

აღნიშნულ სამართალდარღვევების ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778480758

მსოფლიო

მედიის ცნობით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასი 3.17%-ით გაიზარდა და ბარელზე 104.50 დოლარს მიაღწია

„სიენენის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 3.17%-ით მოიმატა და ბარელზე 104.50 დოლარს მიაღწია. მედიის ცნობით, 3.21%-ით გაიზარდა...

 ნედლი ნავთობი

1778478100

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 11 მაისს სლოვაკ კოლეგას შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ბრატისლავაში დღეს სლოვაკ კოლეგას რიხარდ რაშის შეხვდება. მსჯელობა მხარეებს შორის ორმხრივ საპარლ...

შალვა პაპუაშვილი

1778476664

საზოგადოება

შსს: საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით დღეს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება“, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიე...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1778476461

ახალი ამბები

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესი 11 მაისს გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ახალ კათალიკოსს გამოარჩევენ. კრება 13:00 საათზე დაიწყება. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ...

სამების ტაძარი

1778476089

საზოგადოება

საქართველოში საქველმოქმედო გარბენი Wings for Life World Run გაიმართა

საქართველო მსოფლიო საქველმოქმედო გარბენს შეუერთდა - Wings for Life World Run-ის რიგით მე-13 რბენაში წელს 173 ქვეყნიდან, 346,527 ადამიანი და 192 ეროვნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. Wings for Life...

საქველმოქმედო გარბენი