შარმანაშვილი: პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება იმეორებს ევრო ბიუროკრატიის ნარატივს, რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ
პოლონეთი მთლიანად გადაეშვა გლობალური რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრების საქმეში. არც ერთხელ არ უცდია გაეგო, რა არგუმენტები გვქონდა ჩვენი სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვისათვის. პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება ერთი ერთზე იმეორებს ევრო ბიუროკრატიის ნარატივს და არც კი მოსვლია აზრად, მოდი გავარკვიოთ, რა ხდება, რა ადარდებს ამ ხალხს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, პოლონეთი ახლა საქართველოში რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებს, შესაბამისად, ევრობიუროკრატიასა და პოლონეთის ოფიციალურ პოზიციას შორის, არანაირი განსხვავება არ არის.
„არ ვიცი, წაიკითხავენ ამას თუ არა პოლონეთის საელჩოში. მე არ გავუგზავნი. თუ მხოლოდ თავის მოსაწონ ადამიანებს უსმენენ, თავის საქმისა თავად იციან. პოლონეთი მუდამ იყო ჩემთვის შთაგონების წყარო, სოცბანაკში თავისუფლებისთვის ბრძოლის ლიდერი. იოანე პავლე მეორე, მხოლოდ კათოლიკეების რელიგიური ლიდერი არ იყო ჩემთვის, ის საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იყო. მე, როგორც მართლმადიდებელი, მის რელიგიურ შეხედულებებს ვერ გავიზიარებდი, მაგრამ მისი, როგორც პოლიტიკური მოღვაწის იდეები ძალიან მისაღები იყო ჩემთვის. ლეხ ვალენსამაც უდიდესი როლი ითამაშა კომუნისტური იდეოლოგიის მორყევაში და ამის არ აღნიშვნაც არ იქნებოდა ობიექტური.
საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდშიც მუდამ ვგრძნობდით პოლონელების მხარდაჭერას და ამასაც ვაფასებ. მერე რა მოხდა? მერე, პოლონეთი მთლიანად გადაეშვა გლობალური რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრების საქმეში. არც ერთხელ არ უცდია გაეგო, რა არგუმენტები გვქონდა ჩვენი სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვისათვის. პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება ერთი ერთზე იმეორებს ევრო ბიუროკრატიის ნარატივს და არც კი მოსვლია აზრად, მოდი გავარკვიოთ, რა ხდება, რა ადარდებს ამ ხალხს.
ახლა რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ საქართველოს მიმართ. ერთი შეხედვით, ჰერჩინსკი ევრო ბიუროკრატიიდან არის და პოლონეთს არ ეხება ეს საქმე თითქოს, მაგრამ არანაირი განსხვავება, თუნდაც ტაქტიკური, პოლონეთის ოფიციალურ პოზიციასთან არ არის. ცუდია, რომ ამ უსამართლო პოლიტიკას აქ პოლონელის ხელით აკეთებენ. გასაგებია, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები არ არსებობენ, მაგრამ დამერწმუნონ, რომ მუდმივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთან ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი. ეს ისე, თორემ გულუბრყვილო არა ვარ და არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში რამე შეიცვლება და პოლონეთის ხელისუფლება რამეს გადახედავს ევრო ბიუროკრატიის თანხმობის გარეშე დამოუკიდებლად. მე კი დავრჩები პოლონეთის პატივისმცემელ , თუმცა რეალისტ ადამიანად“, - წერს შარმანაშვილი.
1778483341
საზოგადოებასაპატრიარქო: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა შეუფერხებლად შეეძლებათ
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ყოვლადწმინდა სა...
1778481543
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრ...
1778480758
მსოფლიომედიის ცნობით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასი 3.17%-ით გაიზარდა და ბარელზე 104.50 დოლარს მიაღწია
„სიენენის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 3.17%-ით მოიმატა და ბარელზე 104.50 დოლარს მიაღწია. მედიის ცნობით, 3.21%-ით გაიზარდა...
1778478100
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 11 მაისს სლოვაკ კოლეგას შეხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ბრატისლავაში დღეს სლოვაკ კოლეგას რიხარდ რაშის შეხვდება. მსჯელობა მხარეებს შორის ორმხრივ საპარლ...
1778476664
საზოგადოებაშსს: საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით დღეს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება“, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიე...



























