ე.წ. ქოლ-ცენტრის საქმესთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავეს
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
„დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველოში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.
აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება განხორციელდა თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, ანალოგიურ ფაქტზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 17 პირის მიმართ, ხოლო ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.
გარდა საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისა, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის – ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს მონაწილეობით ჩამოყალიბებული ერთობლივი საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის დანაშაულის ორგანიზატორთა მიმართაც, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებები, რომლის შედეგადაც სხვადასხვა დროს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან დაკავებული, ევროჯასტის მიერ მაღალ დონეზეა შეფასებული.
საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.
საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ევროჯასტს, გერმანიის და ისრაელის საგამოძიებო სტრუქტურებს აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. მიმდინარე გამოძიებების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები:
⬛ „დიდია გულისტკივილი ბატონი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო“ - ილია მეორე
1791782429
საზოგადოებაბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ
საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, პარლამენტის შენიშვნებით, საქა...
1791781504
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ოქტომბერს საქართველოში
12 ნოემბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19. ბათუმშიც მზიანი დღე...
1791750480
ახალი ამბებითამაზ მოლაშვილი სულხან მოლაშვილზე: 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო, შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მოედო დაავადება, მერე დაუწყეს მკურნალობა
„უნამუსობას და უსინდისობას საზღვარი არ აქვს, სპეციალურად დაბადებული უნდა იყო ეგეთად. 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო და შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მო...
1791749091
ახალი ამბებიზაზა გვიმრაძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე: პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ, მორგში მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი
„ისეთი პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ და მორგში პატიმარს მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზაზა გ...
1791747453
ახალი ამბებიყოფილი პოლიტპატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლელობა, ერთი ადამიანის დაინვალიდება და უამრავი კატაფალკა
„კაცი არ იყო, რომელიც იქ შესული იყო და ნაცემი ან რაღაცნაირად დამცირებული არ იყო, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლე...



























