ევროკავშირი პეტერ მადიართან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებას ცდილობს

„ევროკომისიამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოლაპარაკებები უნგრეთის ახალარჩეულ პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიართან“, - ინფორმაციაზე Financial Times წერს.

როგორც წყაროები აღნიშნავენ, ბრიუსელი მადიარისგან ითხოვს უკრაინასთან ურთიერთობის მოწესრიგებას, რუსეთის მიმართ სანქციებზე ვეტოს მოხსნასა და გრძელვადიანი რეფორმების გატარებას.

გარდა ამისა, როგორც მედია წერს, უნგრეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირის, დაახლოებით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია ბრიუსელთან მთელი რიგი დავებისა და ვიქტორ ორბანის მიერ საჭირო რეფორმების გატარებაზე უარის გამო და როგორც წყარო ამბობს, თუ მადიარი მისთვის წაყენებულ 27 პირობას შეასრულებს, მაშინ ევროკავშირში ამ თანხას განბლოკავენ.

„მას აქვს სრულფასოვანი მანდატი ცვლილებებისთვის და ჩვენ მასთან პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ. განწყობა ასეთია: გავაორმაგოთ მასზე ფსონი. თუ ისინი შეასრულებენ დაპირებებს, ჩვენც შევასრულებთ ჩვენსას“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად საუბრისას.

ევროკომისია, ასევე, ელოდება მადიართან და მის გუნდთან მოლაპარაკებების მალე დაწყებას უთანხმოების მოსაგვარებლად უნგრეთის ლტოლვილთა საკითხებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. ამ დავის გამო, უნგრეთს ყოველდღიურად ერთი მილიონი ევროს ჯარიმა ეკისრება, გადასახდელი თანხა კი ამ დროისთვის 900 მილიონ ევროს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776418736

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3%-ს შეადგენს

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ი...

ირაკლი კობახიძე

1776418290

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ი...

ირაკლი კობახიძე

1776417620

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად

საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1776416978

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!

ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1776416328

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაც...

პროკურატურა