„ტკივილი და სიცარიელე“ - ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ „ტკივილსა და სიცარიელეს“ გრძნობს. ამის შესახებ ორბანმა Patrióta-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, დარწმუნებული იყო, რომ არჩევნებში მისი პარტია „ფიდესი“ გაიმარჯვებდა, ამიტომ ახლა „ტკივილსა და სიცარიელეს გრძნობს“. მან აღნიშნა, რომ სამუშაოს „თერაპიად“ იყენებს და ბევრს შრომობს, რათა დამარცხებით გამოწვეულ სტრესს გაუმკლავდეს.
უნგრელმა პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. მან აღიარა, რომ „ფიდესმა“ ვერ შეძლო ამომრჩეველთან ეფექტური საკომუნიკაციო გზის პოვნა.
„მე ვარ პარტიის ლიდერი და შედეგებზე 100%-იან პასუხისმგებლობას ვიღებ. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ოპონენტის სიტყვები უფრო ძლიერი იყო“, - დასძინა მან.
არჩევნების შედეგების მიუხედავად, ორბანმა განაცხადა, რომ პარტიის ლიდერის თანამდებობას არ დატოვებს. ამასთან, მან გამოაცხადა „ფიდესის“ „სრული გადატვირთვა“ - პოლიტიკური ძალა თავის მომავალ სტრატეგიასა და საკადრო ცვლილებებს 28 აპრილს დაგეგმილ პარტიულ ყრილობაზე განიხილავს.
„თუ ჩემი თანაგუნდელები მეტყვიან, რომ „სკამზე დავჯდე“, ამას გავაკეთებ. მაგრამ თუ ისინი მეტყვიან, რომ „გუნდს მოედანზე გავუძღვე“, როგორც კაპიტანი, მე იქ ვიქნები“, - ხაზგასმით აღნიშნა უნგრელმა პოლიტიკოსმა.
ცნობისთვის, 12 აპრილს პეტერ მადიარის მეთაურობით პარტია „ტიზამ“ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ორბანის მმართველი პარტია „ფიდესი“ დაამარცხა. ბიულეტენების 98.9%-ის დათვლის შემდეგ მან ხმების 53.07% მიიღო და პარლამენტში 199 ადგილიდან 138 მოიპოვა.
1776422281
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბ...
1776421864
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი ოქროსთვის იჭიდავებს
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის პირველობაზე ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალშია. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბ მარიცა პერიშიჩს დამატებით დროში სუფთა გდებით მოუგო. ეთერ ლიპარტელიანი...
1776421188
ახალი ამბებიროგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამი...
1776420095
ახალი ამბებილაშა შავდათუაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ფრანგი გაბა დამატებით დროში დაამარცხა.
1776419868
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთის სკოლებში მომ...




























