დავით ჭელიძე: ჩემი სამაჟორიტარო არეალი იქნება ძველი ნაძალადევი და ლოტკინის დასახლება, მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას

 მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას. მნიშვნელოვანია, ეფექტიანად გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და დედაქალაქის ამ უძველესი რაიონის მოწესრიგება, - წერს სოციალურ ქსელში ძველი ნაძალადევისა და ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე.

„მოგესალმებით, ძველი ნაძალადევისა და ლოტკინის მცხოვრებლებო.

თვითმმართველობის არჩევნებში გახლავართ მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი. ჩემი სამაჟორიტარო არეალი იქნება ძველი ნაძალადევი და ლოტკინის დასახლება.

მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას. მნიშვნელოვანია, ეფექტიანად გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და დედაქალაქის ამ უძველესი რაიონის მოწესრიგება, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქალაქეების დახმარება.

ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი კარგად მიცნობს, უამრავ ადამიანთან მაქვს ყოველდღიურად კომუნიკაცია და ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყველა თქვენგანის პრობლემას მოვისმენ.

ერთად დგომით, მხარდამხარ შეგვიძლია უკეთესი გავხადოთ ჩვენი რაიონი და უბანი. მჯერა, ჩვენი მოსახლეობის კეთილგონიერების, დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და გამარჯვებაში.

ნებისმიერი საკითხის შესახებ შეგიძლიათ მომწეროთ შეტყობინების სახით.

ჩვენი ოფისის მისამართია - ცოტნე დადიანის ქუჩა N141“, - წერს ჭელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755329272

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქა...

პოლიცია, ლენტი

1755328732

საზოგადოება

გივი მიქანაძე ქვემო ქართლის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯს ეწვია, სადაც განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მ...

გივი მიქანაძე

1755328176

მსოფლიო

თეთრი სახლი: ტრამპს პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკისთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა

„აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა“, - განაცხადა...

ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

1755327699

საზოგადოება

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3...

იმერეთის პოლიციამ

1755327630

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთთან ტერიტორიების „გაცვლაზე“ შეთანხმდა: „ზელენსკიმ ეს უნდა მიიღოს“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან პუტინთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის „ტერიტორიების გაცვლას“ ითვალისწინებს და ხედავს შანსს, რომ უკრაინა ასეთ შე...

ტრამპი და ზელენსკი