გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი

გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ახმეტელის თეატრის“ ადმინისტრაცია ავრცელებს: 

„ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა….

ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა ნუგზარ ყურაშვილი.

ბატონი ნუგზარის შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნების გამორჩეული მატიანეა, როგორც ახმეტელის თეატრში - ასევე: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღაში“.

მისი მრავალმხრივი ნიჭი თანაბარი სიძლიერით ვლინდებოდა როგორც სცენაზე, ისე კინოეკრანზე. ბატონმა ნუგზარმა შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი კინოპერსონაჟი, რომლებმაც მას მაყურებლის საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოუტანა.

ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი. მისი წასვლა დიდი დანაკლისია მთელი ქართული კულტურისთვის.სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოლექტივი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს“, - წერია სამძიმრის წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777722585

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება?

დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება? - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა...

გურამ მაჭარაშვილი

1777720407

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილზე: ეს არის ანაფორით შემოსილი, რადიკალების რიგებში მდგომი ადამიანი, რომელიც ცდილობს, დისონანსი შეიტანოს ქართულ ეკლესიაში და ცილი დასწამოს პატრიარქის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილის განცხადებას მედიასთან აფასებს და მას ფსევდომოძღვრა...

გიორგი სოსიაშვილი

1777719447

საზოგადოება

მარიამ ლაშხი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ

განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომი...

მარიამ ლაშხი

1777717399

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი - ჩვენთან ამ ყველაფერს რუსულს ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული

ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას მედიასთან აფასებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბრიტანულ კანონმდებლობას...

ლევან მაჭავარიანი

1777715164

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმო...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა