გურამ მაჭარაშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება?

დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება? - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე მუშაობის შეფასებისას.

მისი თქმით, ამ ტიპის კანონი ყველა ქვეყნისთვის საჭიროა.

„ხალხის ძალა“ პირველი მერცხალია, რომელმაც 2023 წელს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეიტანა საქართველოს პარლამენტში. შემდეგ რა პროცესებიც განვითარდა, ეს ყველამ კარგად ნახა და ახსოვს. ასეთი ტიპის კანონის [გამჭვირვალობის შესახებ] არსებობა ყველა ქვეყნისთვის საჭიროა, რათა ის დაცული იყოს უცხოური ძალებისგან და უკონტროლო ფულის არსებობისგან.

დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება? ამ კითხვაზე ჩვენს „მეგობრებს“ ერთადერთი პასუხი ჰქონდათ. ჩვენ განვითარებული ქვეყანა ვართ და ვიცით, დემოკრატია როგორც მუშაობსო, თქვენ კი ჯერ არ იცითო. ეს ნიშნავს, რომ შენს მიმართ აღქმა ამ ხალხს, როგორც თავისუფალი, სუვერენული ქვეყნის მიმართ, არ აქვს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777717399

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი - ჩვენთან ამ ყველაფერს რუსულს ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული

ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას მედიასთან აფასებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბრიტანულ კანონმდებლობას...

ლევან მაჭავარიანი

1777715164

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმო...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1777714935

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: „ნაცმოძრაობის“ დაარსების დღიდან, ახალი არ არის, რომ ზოგადად, საპატრიარქოზე, ეკლესიაზე, ყველაფერ წმინდაზე ხდება შეტევა

მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ეკლესიაზე შეტევა ახალი არ არის. მისი თქმით, ოპოზიციის კანდიდატი ვერ ხდება პატრიარქი და ახლა ყველას შეუტევენ, ვინც მათთვის...

ირაკლი ჭეიშვილი

1777712853

მსოფლიო

აშშ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს 8,6 მლრდ დოლარის იარაღს მიჰყიდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომლის მიხედვით შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს 8,6 მლრდ აშშ დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის. ამის შესახებ Reuters იუწყება. საუ...

აშშ-ის მთავრობა

1777711369

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინის...

 ლაშა ხუციშვილი