გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, წყლის რესურსების მართვის საკითხებზე, მსოფლიო ბანკის და ბრიტანული კომპანიის ექსპერტებს შეხვდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური მსოფლიო ბანკის და წყლის რესურსების მართვის სფეროში ბრიტანულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის HR Wallingford ექსპერტებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შეხვედრა „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა „წყლის რესურსების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და მეთოდოლოგიების შემუშავების საკითხები განიხილეს. აღნიშნული აქტივობის განხორციელება პროექტის ახალი კომპონენტის ფარგლებში იგეგმება.
კანონქვემდებარე აქტებისა და მეთოდოლოგიების შემუშავების მიზანი წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბება, საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან დაახლოებაა.
შეხვედრას სააგენტოს უფროსის მოადგილეები ირაკლი მეგრელიძე და თამარ შარაშიძე, სააგენტოს დარგობრივი დეპარტამენტების, ასევე, სამინისტროს გარემოსა და კლიმატის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1769161870
მსოფლიოაშშ-ის ვაჭრობის მდივანი: რატომ აგზავნიან ევროპელები სამხედროებს გრენლანდიაში და არა უკრაინაში?
აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებით, ევროპული ქვეყნების ნაწილის მიერ გრენლანდიაში საკუთარი სამხედროების გაგზავნის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი...
1769160213
მსოფლიოკაია კალასი: ტრანსატლანტიკური ურთიერთობა აღარ არის ისეთი, როგორიც ერთი წლის წინ იყო, მაგრამ ევროპა არ აპირებს უთანხმოების გამო 80-წლიანი კარგი ურთიერთობების სანაგვეზე გადაყრას
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი Bloomberg-თან სატელევიზიო ინტერვიუს დროს აშშ-სთან ბოლო დროს განვითარებულ ურთიერთობებს შეეხო და აღნიშნა, რომ ისინი აღარ არის ისეთი, როგორიც ერთი წლის წი...
1769159178
საზოგადოებასაქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი - 24-25 იანვრის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 👇 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალ...
1769158309
მსოფლიოურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი ერთობლივი ინვესტიციები გრენლანდიის უსაფრთხოებაში არასაკმარისი იყო, ამიტომ ახლა ამ მხრივ ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს
ევროკავშირის საგანგებო სამიტი კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, თუმცა გაერთიანების წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება საინვესტიციო პაკეტი გრენლანდიისთვის და...
1769157296
მსოფლიოSpiegel: გერმანიამ რუსეთის სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა
გერმანიის მთავრობამ რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ გერმანიაში მცხოვრები, წარმომ...





























