პრემიერი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები, გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველადი კვლევის თანახმად, საქართველოში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი და სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის.
„პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე - 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში.
ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია, სად ხედავენ ისინი პრობლემებს და რესურსს ფასების შემცირებისთვის.
კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად, 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.
1769166775
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან განვიხილეთ ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე, კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე
სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟ...
1769165076
ახალი ამბებიაჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე წარადგინა. ნინო დოლიძეს ახალგაზრდებთან მუშაობის, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა...
1769164995
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს რომ დაენახა ამ საქმეში რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევა, „საიას“ მოთხოვნას დაუკმაყოფილებდა
„როდესაც სტრასბურგის სასამართლოში შეგაქვს საქმე, მინიმუმ უნდა არსებობდეს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს როცა ეს ეხება არჩევნების გაყალბებას“, - პარტია „ხალხ...
1769162614
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სა...
1769161870
მსოფლიოაშშ-ის ვაჭრობის მდივანი: რატომ აგზავნიან ევროპელები სამხედროებს გრენლანდიაში და არა უკრაინაში?
აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებით, ევროპული ქვეყნების ნაწილის მიერ გრენლანდიაში საკუთარი სამხედროების გაგზავნის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი...




























