ღარიბაშვილი: სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებაზე - დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, პირველი ივნისიდან

ერთი წლის წინ, გახსოვთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით 341 მლნ ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი და  ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც.

„დღეს მინდა ჩვენს საზოგადოებას რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვაცნობო, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე.

მინდა საუბარი დავიწყო ბავშვთა უფლებების დაცვით. მოგეხსენებათ, რომ მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება  ჩვენი  გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, გახსოვთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი. თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება შეადგენს 150 ლარს, პირველი ივნისიდან.

ამ მიმართულებით 341 მლნ ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი. ასევე ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც და ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს, იმიტომ, რომ ბავშვებზე ზრუნვა ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაღელვებს სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 000-ზე მეტ ბავშვს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ სხვა დახმარების გაცემას და გაზრდას, მათ შორის, სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორიც არის, მაგალითად დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ეს მიზნობრივი დახმარება, სწორედ ამ მიზნით და მიმართულებით არის გაკეთებული“, -  აღნიშნა პრემიერმა. 

ასევე საინტერესოა:

🔵  „3 წლის კარინა იერშოვა რუსმა აგრესორებმა გაიტაცეს, რამდენიმე საათი აწამებდნენ, გააუპატიურეს, მოკლეს და ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს“ - ქეთი ქარდავა

🔵  300 000-მდე ფერმერი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის ფარგლებში  300 ლარს მიიღებენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე