გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხარვეზს მალე გამოასწორებს.
„ეჭვის საფუძველი გვაქვს, ეს გარკვეული პასუხია იმაზე, რომ საქართველოში მათი ელჩის საქმიანობის გამო სამართლიანი უკმაყოფილება გამოვხატეთ, შესაძლოა, ეს იყოს პასუხი. მაგრამ, ვინაიდან მაღალი დონის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ტექნიკური შეცდომაა, ჩვენც მივიღოთ როგორც ტექნიკური შეცდომა. მსოფლიოსაც და ჩვენს საზოგადოებასაც ვაცნობოთ, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია რომ არ განახლებულა, სხვა არაფერია, თუ არა ტექნიკური შეცდომა. ძალიან კარგი პასუხია და იმედია, ამ ხარვეზს მალე გაასწორებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
1776428705
ახალი ამბებილევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავა...
1776428567
ახალი ამბებიყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელე...
1776427550
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას
ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია და სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც დადგმული სიმძლავრეების ზრდას უზრუნველყოფს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი გან...
1776427494
მსოფლიოპეტერ მადიარი: ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიკავებს
უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააგრძელებს და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლას უფრო გაამკაცრებს. როგორც მან აღნიშნა,...
1776426099
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების...



























