გია ვოლსკი: ოპოზიციას, შეიძლება, გაერთიანების პერსპექტივა აქვს, მაგრამ იდეა არ იცვლება, სალომე ზურაბიშვილის კარტიც უკვე გათამაშდა და ვფიქრობ, ამას თავადვე ხვდება
„სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმიტომ მოიგონეს, რომ იციან, სააკაშვილი გარკვეულ წრეში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, პოპულარული არ არის, სისხლი აქვს ხელებზე“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ქარტიამ ვერ იმუშავა, მიზეზი კი თაღლითობა და პოლიტიკური უნიათობა იყო.
„რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად. მოხდა ისე, რომ ადამიანები, რომლებიც მას ბილწი და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ, მივიდნენ და ხელი მოუწერეს იმ ქარტიაზე, რომელიც მის ლიდერობას აღიარებდა. იგი დაასახელებდა მთავრობას, დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრებს, გაშლიდა ქოლგას და ამ ქოლგის ქვეშ მოაქცევდა ყველას, ვისაც სწრაფვა ევროპისკენ ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით ქარტია მოიგონეს, ყველამ ხელი მოაწერა, მაგრამ გაერთიანება ვერ შეძლეს, რადგან თაღლითობა და პოლიტიკური უნიათობაა. სალომე ზურაბიშვილისგან ის ფრინველი ვერ შეიქმნა, „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი მისი“.
ოპოზიციას, შეიძლება, გაერთიანების პერსპექტივა აქვს, მაგრამ, გაერთიანების მიუხედავად, იდეა არ იცვლება. სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმიტომ მოიგონეს, რომ იციან, სააკაშვილი გარკვეულ წრეში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში პოპულარული არ არის, სისხლი აქვს ხელებზე. უნდათ, რომ ისეთი ადამიანი შემოიყვანონ, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, ასევე პაატა ბურჭულაძე, რომლებიც თითქოსდა მსოფლიოში ცნობილები არიან. ადამიანი პრეზიდენტის დროშით დადის და ამბობს, რომ პრეზიდენტია, ეს რაღაც გარკვეულ ფსიქოლოგიურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ვერ იქნება ლიდერი და ლიდერი რომც იყოს, ვერ განახორციელებს ვერაფერ ახალს, გარდა იმ რევოლუციური გეგმის პროპაგანდისა, რომელიც საქართველოს დანგრევას უპირებს. როგორ წარმოუდგენიათ, ვინ შეიძლება ამის გამაერთიანებელი იყოს, ზოდელავა და ბურჭულაძე, თუ ბურჭულაძე ცალკე, სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, თინა ბოკუჩავა, თუ ვინ? რომელი შეიძლება, განიხილებოდეს გამაერთიანებელ ფაქტორად? ყველა ერთია, ნებისმიერი ადამიანი სათავეში ჩაუყენე, გეგმა არ იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ასე რომ, რეალობაში სალომე ზურაბიშვილის კარტიც უკვე გათამაშდა და ვფიქრობ, ამას თავადვე ხვდება, არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, ყოველდღე იძახოს, რომ საქართველოში ისაა პრეზიდენტი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
1776417620
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...
1776416978
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლ...
1776416328
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაც...
1776416047
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი, სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ
უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ პ...
1776415697
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა
მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვ...


























