შალვა პაპუაშვილი: უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი, სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ

უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უნგრელობის მანტიის მორგება პირველი რომ იყოს, კიდევ კარგი, მაგრამ ვნახეთ, ჯერ ნეპალელები გახდნენ, შემდეგ ვენესუელები და ირანელები.

„მზად არიან, იყვნენ ყველა – ქართველების გარდა. ეს მთავარი პრობლემაა, რადგან ისინი არ არიან ქართველები თავიანთი სულით. ანტიქართველები არიან მათი პოლიტიკით. სწორედ მათი პოლიტიკაა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება.

მათი მიზანია, საქართველო იყოს დიდი ქვეყნების შეკვეთების შემსრულებლები და მხარი ავუბათ სხვის ნაბიჯებს და ვიაროთ ამ ნაბიჯებით. „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასე რომ დადიოდა, ამიტომაც მივიღეთ ომი და უბედურება საქართველოში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასე რომ არ მოქმედებს, ამიტომ გვაქვს 14-წლიანი მშვიდობა. ჩვენც ისე რომ მოვქცეულიყავით, როგორც ესენი იქცეოდნენ, დაგვეჯერებინა ბრიუსელითვის და ესკალაციაზე წავსულიყავით, დღეს კიდევ ერთი ომმგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი ქართველი პოლიტიკოსები არ არიან, უნდათ, იყვნენ ხან უნგრელი პოლიტიკოსი, ხან ნეპალელი და ვერასოდეს იქნებიან ქართველი პოლიტიკოსები. ამ მხრივ, მათი საშველი არ იქნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776418290

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ი...

ირაკლი კობახიძე

1776417620

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად

საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1776416978

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!

ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1776416328

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაც...

პროკურატურა

1776415697

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა

მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვ...

შალვა პაპუაშვილი