გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 1 ოქტომბერს, 22:15 საათზე, არასრულწლოვნები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ თბილისში, ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრო-რაიონის მე-5 კვარტლის კორპუს N25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს.

„დაახლოებით, 800 მეტრის გავლის შემდეგ 22:20 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილი მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გიორგი რიკაძე ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიღებული დაზიანების შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებისთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადების და ჩადენის შესახებ, მომხდარი დანაშაულის თაობაზე სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 20 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ორ პირი.

ერთ პირს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა). ხოლო მეორეს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული).

ორივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766222063

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: დევნილთა განსახლების მიმართულებით, ძალიან მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. განსახლების პროგრამის განხორციელების ტემპი არნახულია

„განსახლების პროგრამის განხორციელების ტემპი არნახულია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. უწყების ხელმძღვანელმა დევნილთა განსახლების პროგრამაზე, სამომავლო გეგმებსა და იმ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა, რო...

მიხეილ სარჯველაძე

1766218609

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის მორიგი მუქარა. ჩვენ ბევრჯერ გვიხილავს მსგავსი განცხადებები და ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე დაეშვნენ. ანგარიში არის გაჯერებული სიყალბეებით

„ეს არის მორიგი მუქარა. ჩვენ ბევრჯერ გვიხილავს მსგავსი განცხადებები და ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე დაეშვნენ. ანგარიში არის გაჯერებული სიყალბეებით“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა დ...

გიორგი სოსიაშვილი

1766216122

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ყ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების...

აა

1766214766

ახალი ამბები

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცე...

ნარკოტიკული

1766213566

საზოგადოება

ქეთევან ტურიაშვილი: „ტვ პირველის“ წამყვან რუსუდან დუმბაძეს გაეპარა მისი „ვოთსაპის“ მიმოწერები, სუსის ბრიფინგის მერე კამიტის თემა მოკვდაო - შეგიძლიათ თავადაც გადაახვიოთ ტელევიზორში, თვითონ ყველა სოცქსელიდან გააქრეს ეგ გამოშვება

არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი, „ტვ პირველის" 19 დეკემბრის 20-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში "Whatsapp"-ის მიმოწერების ეთერში შემთხვევით გაშვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ტურიაშვილი წერს, "ტვ...

ქეთევან ტურიაშვილი