პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის - ,,Instagram”-ის ყალბი ანგარიშის მეშვეობით 14 წლის არასრულწლოვანთან მიმოწერას აწარმოებდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ვიდეომასალას უგზავნიდა. ასევე, მუქარის და იძულების შედეგად, მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, რომლის გავრცელების მუქარით, არასრულწლოვანს სხვა ინტიმური მასალის გაგზავნას და მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა. ბრალდებული დაზარალებულის დაყოლიებას სხვადასხვა გზით ცდილობდა, მათ შორის, არასრულწლოვანს და მასთან დაკავშირებულ პირებს ანგარიშზე პერიოდულად თანხას ურიცხავდა.
ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის 1 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 141 მუხლის 1 ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1766226466
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევროკომისიის ანგარიშზე: აქ სიახლე არაფერია - ჩვეულებრივ გრძელდება შანტაჟი, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ - სწორედ ეს იყო ბატონი ირაკლი კობახიძის ბრიფინგის მოტივი 2024 წლის ნოემბერში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა. „აქ სიახლე არაფერია - ჩვეუ...
1766224923
მსოფლიოპუტინი: რუსეთი მზადაა, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დაფიქრდეს
„რუსეთი მზადაა, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დაფიქრდეს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. კრემლის ლიდერის თქმით, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში რუსეთ...
1766222063
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: დევნილთა განსახლების მიმართულებით, ძალიან მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. განსახლების პროგრამის განხორციელების ტემპი არნახულია
„განსახლების პროგრამის განხორციელების ტემპი არნახულია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. უწყების ხელმძღვანელმა დევნილთა განსახლების პროგრამაზე, სამომავლო გეგმებსა და იმ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა, რო...
1766218609
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის მორიგი მუქარა. ჩვენ ბევრჯერ გვიხილავს მსგავსი განცხადებები და ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე დაეშვნენ. ანგარიში არის გაჯერებული სიყალბეებით
„ეს არის მორიგი მუქარა. ჩვენ ბევრჯერ გვიხილავს მსგავსი განცხადებები და ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე დაეშვნენ. ანგარიში არის გაჯერებული სიყალბეებით“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა დ...
1766216122
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ყ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების...


























