გიორგი გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ

გიორგი გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების გაცდენაა.
კერძოდ, დღეს გამართული საპარლამენტო სხდომის ჩათვლით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 17 მოსმენა გაიმართა. მათგან არცერთ სხდომას არ დასწრებიან გახარიას პარტიის წევრები.
რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე 16 სასესიო დღეა დარჩენილი, რაც თეორიულადაც გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე ნაკლები ჰქონდეთ გაცდენილი.
გიორგი გახარიას პარტიიდან ამ ეტაპისთვის სადეპუტატო მანდატს ფლობენ თავად გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, ზვიად ძიძიგური, დიმიტრი ცქიტიშვილი, როინის ქოჩორაშვილი, კახაბერ ქემოკლიძე, ბერდია სიჭინავა, ნათია მეზვრიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ზაზა თავაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.
ისინი პარლამენტში ირიცხებიან როგორც უფრაქციო დეპუტატები.
1747248163
ახალი ამბებილევან მახაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე: მათი რეალური ინტერესია არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, არამედ კონფლიქტის გაჯანჯლება
„მათი რეალური ინტერესია არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, არამედ კონფლიქტის გაჯანჯლება, რათა რუსეთმა ნაკლები წნეხი შეუქმნას ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებს“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომი...
1747243030
ახალი ამბებიბოჟაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ, ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ. დეპუტატის თქმით,...
1747241380
მსოფლიოტრამპი: ჩვენ რომ არა, ალბათ, ღაზაში მყოფი მძევლებიდან არცერთი არ იქნებოდა ახლა ცოცხალი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში მყოფი მძევლებიდან არცერთი ცოცხალი არ იქნებოდა, შეერთებული შტატები რომ არ ყოფილიყო. „ჩვენ რომ არა, ალექსანდრე ახლა ცოცხალი არ იქნებოდა. ალბათ, ახლა...
1747239727
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი უილსონისა, ერთი აშშ-ში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით
„კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლე...
1747238062
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და კულ...