ბოჟაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ, ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ.
დეპუტატის თქმით, ისინი ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას.
„კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ, როგორც ევრობიუროკრატია, ასევე, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩიც საქართველოში. ყველამ კარგად იცის პროცესები, რომელიც განვითარდა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, ასევე, გავიხსენოთ უკრაინა, მოლდოვა. ის, რაც არის ევროპული ევროპაში, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ევროპული არ აღმოჩნდა.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას და ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობას“. ის, რაც მისაღებია ევროპაში, აღმოჩნდება, რომ საქართველოში არის მიუღებელი. ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ელჩის განცხადება, თითქოს ისინი არ ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, ასევე, სამწუხაროდ არის ტყუილი“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „პარტიების აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა დიალოგია“, რითაც პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებას გამოეხმაურა.
1747238062
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და კულ...
1747234744
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ე.წ. მეგობარი აქტი თავიდან ბოლომდე, შინაარსობრივად წინააღმდეგობაშია ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან - როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გავლენები ტრამპმა ბოლომდე ვერ აღმოფხვრა
ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არი...
1747232962
სპორტირევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ ჩიკოიძემ (+95 კგ. კატეგორია J2) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახი თალგატ აჟგალიევი დაამარცხა...
1747232615
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: საქართველოში ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ გრძელდება ერთგვარი დუმილი საქართველოსთან მიმართებაში მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე არაერთი სხვა თემისთვის მოიცალა
საქართველოში ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ გრძელდება ერთგვარი დუმილი საქართველოსთან მიმართებაში მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე არაერთი სხვა თემისთვის მოიცალა, - განაცხადა „დღის ქრონიკა...
1747230916
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა
საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მა...