ირაკლი კობახიძე: საზოგადოების ინტერესია, აშშ-სთან გადაიტვირთოს ურთიერთობები, შესაბამისად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ჩვენს პარტნიორებს, საუბარია აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე

 საზოგადოების ინტერესია, აშშ-სთან გადაიტვირთოს ურთიერთობები, შესაბამისად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ჩვენს პარტნიორებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერის მიერ აშშ-ის ადმინისტრაციისადმი ღია წერილით მიმართვა განპირობებული აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღებით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორი.

„ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იყო არა გადამწყვეტი, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი. ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დუმილიც ბოლომდე დუმილი არ არის, დუმილი შეიძლება უწოდო რაღაც მდგომარეობას, თუ ნეიტრალური სტატუსია ურთიერთობებში, თუმცა ეს სტატუსი ჩვენს ურთიერთობებში ნეიტრალური არ არის.

ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუწესა სანქციები, მაგალითად, ჩვენს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სხვა მაღალჩინოსნებს ჩვენი სამართალდამცავი უწყებებიდან, ასევე რომ აღვნიშნოთ „მეგობარი აქტი“ და ა.შ. ეს არ არის ნეიტრალური დუმილის მდგომარეობა, არ არის პასიური სტატუსი, ჩვენს ურთიერთობებს ერთგვარი აქტიური უარყოფითი სტატუსი აქვს, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს უნდა გავახმოვანოთ ჩვენი საზოგადოების ინტერესი.

საზოგადოების ინტერესია, გადაიტვირთოს ურთიერთობები, შესაბამისად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ჩვენს პარტნიორებს. ვნახოთ, ოპტიმიზმი უნდა გვქონდეს. იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, იმედი გვაქვს, დამარცხდება „დიფ სთეითი“, ყოველ შემთხვევაში, შესუსტდება მაინც ტრამპთან ბრძოლაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747245166

ახალი ამბები

გიორგი გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ

 გიორგი გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების გაცდენაა. კერძოდ, დღეს გამართული საპარლამენტო...

ზოგადი

1747243030

ახალი ამბები

ბოჟაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ, ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ. დეპუტატის თქმით,...

ვლადიმერ ბოჟაძე

1747241380

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ რომ არა, ალბათ, ღაზაში მყოფი მძევლებიდან არცერთი არ იქნებოდა ახლა ცოცხალი

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში მყოფი მძევლებიდან არცერთი ცოცხალი არ იქნებოდა, შეერთებული შტატები რომ არ ყოფილიყო. „ჩვენ რომ არა, ალექსანდრე ახლა ცოცხალი არ იქნებოდა. ალბათ, ახლა...

დონალდ ტრამპი

1747239727

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი უილსონისა, ერთი აშშ-ში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით

 „კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლე...

თორნიკე ჭეიშვილი

1747238062

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა

 საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და კულ...

მაკა ბოჭორიშვილი