გიორგი გვიმრაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: პირდაპირ თქვან, ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა, მავნებლების „გაპრავება“ რომ არ გაუჭირდებათ, კი ვნახეთ სირიაში

პირდაპირ თქვან, ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა. ამ ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა დაღუპა ევროკავშირი, - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის უფროსი გიორგი გვიმრაძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს.
გვიმრაძის თქმით, ევროპარლამენტმა მიკიბ-მოკიბვას თავი უნდა დაანებოს და ღიად დაასახელოს მისთვის სასურველი ძალა, ხოლო მავნებლების „გაპრავება“ რომ არ გაუჭირდებათ, სირიის მაგალითზეც ნახა საზოგადოებამ.
,,პირდაპირ თქვან, ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა. ამ ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა დაღუპა ევროკავშირი. ეს ტექსტი არ წამიკითხავს და თუ რატომ არ წამიკითხავს, მართლა ძალიან კარგად იციან ამ ტექსტის ავტორებმა და არც მომავალში წავიკითხავ მათ რეზოლუციებს, სანამ გახსნილი ტექსტით არ იტყვიან, კონკრეტულად ვისი ხილვა სურთ ხელისუფლებაში. არა, განა არ ამბობენ, ოღონდ მიკიბ-მოკიბვას დაანებონ თავი. მავნებლების გაპრავება რომ არ გაუჭირდებათ, კი ვნახეთ სირიაში. ხო, მართლა, თუ უსაქმურად ხართ, მაინც ნუ წაიკითხავთ ამ ტექსტს, სათაურიც საკმარისია, იწვალა უკვე იმან, ვინც სათაური დაწერა, ამის კითხვით და საკმარისია, უკეთესი ტექსტებია წასაკითხი ბუნებაში“, - წერს გვიმრაძე სოციალურ ქსელში.
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე, გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით. რეზოლუციის პროექტის თანახმად, დაგმობილია „შესაბამისი საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე“ ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო აქტებიც.
1751993074
ახალი ამბებიმაია ბითაძე: ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოვლენილი ფაქტი, სადაც ფიქსირდება უკანონო ხე-ტყის ჭრისა და გადამუშავების შემთხვევები
ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოვლენილი ფაქტი, სადაც ფიქსირდება უკანონო ხე-ტყის ჭრისა და გადამუშავების შემთხვევები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია...
1751989841
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართ...
1751986317
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი „ტვ პირველზე”: უბადრუკები ცდილობენ, ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი ალოგიკურ შეკითხვაზე - ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო - ისე წარმოაჩინონ თითქოს, წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ - აქოთებულია კონკრეტული მედიასვრცე
„ეს უბადრუკები ცდილობენ ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ამ ალოგიკურ შეკითხვაზე - ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო - ისე წარმოაჩინონ თითქოს, წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ“, - ას...
1751985945
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: უცხოელი „აქტორები“ ცდილობენ დანაშაულებით დამძიმებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოაცალკეონ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათი აზრით შუაშისტური ძალაა, თუმცა ეს ადვილად გასაშიფრი ტყუილია
ცდილობენ დანაშაულებით დამძიმებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას გამოაცალკეონ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათი აზრით შუაშისტური ძალაა, - განაცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კ...
1751983176
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 9 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდუბის რაიონში, ახმეტელის ქუჩა N12-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 9 ი...