მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

8 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკ კოლეგას, ბახტიორ საიდოვს შეხვდა, რომელიც თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს და უზბეკეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და პარტნიორობაზე. აღინიშა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, რამაც ხელი შეუწყო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. ხაზი გაესვა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივ თანამშრომლობას.
ამასთან, მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობას.
შეხვედრაზე აღინიშნა საპარლამენტო თანამშრომლობის განსაკუთრებული როლი, ასევე, ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა კულტურის, განათლების, მეცნიერების, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას. მინისტრებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გარემოზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2025-2026 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა მაკა ბოჭორიშვილმა, ხოლო უზბეკეთის მხრიდან - ბახტიორ საიდოვმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს.
1751995037
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ლევილის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იმსჯელეს. სხდომაში,...
1751993074
ახალი ამბებიმაია ბითაძე: ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოვლენილი ფაქტი, სადაც ფიქსირდება უკანონო ხე-ტყის ჭრისა და გადამუშავების შემთხვევები
ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოვლენილი ფაქტი, სადაც ფიქსირდება უკანონო ხე-ტყის ჭრისა და გადამუშავების შემთხვევები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია...
1751989841
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართ...
1751986317
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი „ტვ პირველზე”: უბადრუკები ცდილობენ, ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი ალოგიკურ შეკითხვაზე - ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო - ისე წარმოაჩინონ თითქოს, წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ - აქოთებულია კონკრეტული მედიასვრცე
„ეს უბადრუკები ცდილობენ ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ამ ალოგიკურ შეკითხვაზე - ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო - ისე წარმოაჩინონ თითქოს, წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ“, - ას...
1751985945
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: უცხოელი „აქტორები“ ცდილობენ დანაშაულებით დამძიმებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოაცალკეონ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათი აზრით შუაშისტური ძალაა, თუმცა ეს ადვილად გასაშიფრი ტყუილია
ცდილობენ დანაშაულებით დამძიმებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას გამოაცალკეონ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათი აზრით შუაშისტური ძალაა, - განაცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კ...