ტყის ხანძარი მარსელს უახლოვდება - დაშავებულია სულ მცირე 13 ადამიანი

 საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 9 მეხანძრეა. ამის შესახებ Sky News იუწყება.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, მარსელის ჩრდილოეთით, ლე პენ-მირაბოს ქალაქთან ახლოს გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 168 მეხანძრე იყო მობილიზებული.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძარმა ამ დროისთვის 700 ჰექტარი (7 კვ.კმ) ფართობი მოიცვა და 10-ზე მეტი შენობა დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი ავტომაგისტრალზე ავტომობილის აალებამ გამოიწვია და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად ვრცელდება.

 

ადგილობრივი პრეფექტის ჟორჟ-ფრანსუა ლეკლერის განცხადებით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყის ხანძრების გამო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტის მარსელ პროვანსის დახურვა გახდა საჭირო.

მარსელის მერმა ბენუა პაიანიმ განაცხადა, რომ ხანძარი საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქს უახლოვდება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„პენ-მირაბოში გამოცხადებული ძლიერი ხანძარი ახლა მარსელის კარიბჭესთანაა. ყველა მარსელელს ვთხოვ, იყვნენ უკიდურესად ფხიზლები და მაქსიმალურად შეზღუდონ გადაადგილება, რათა გზა გამოუთავისუფლონ საგანგებო სიტუაციების სამსახურებს, განსაკუთრებით ქალაქის ჩრდილოეთით. მე-16 ოლქის მცხოვრებლებს ვთხოვთ, დარჩნენ იზოლირებულები“, - დაწერა მარსელის მერმა X-ზე.

მედიის ცნობით, მარსელსა და მირამასის კომუნას შორის ორივე მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

ხანძრის ჩასაქრობად ამ დროისთვის სახანძრო მანქანები და ვერტმფრენები მუშაობენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751993074

ახალი ამბები

მაია ბითაძე: ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოვლენილი ფაქტი, სადაც ფიქსირდება უკანონო ხე-ტყის ჭრისა და გადამუშავების შემთხვევები

 ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოვლენილი ფაქტი, სადაც ფიქსირდება უკანონო ხე-ტყის ჭრისა და გადამუშავების შემთხვევები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია...

მაია ბითაძე

1751989841

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართ...

პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1751986317

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „ტვ პირველზე”: უბადრუკები ცდილობენ, ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი ალოგიკურ შეკითხვაზე - ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო - ისე წარმოაჩინონ თითქოს, წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ - აქოთებულია კონკრეტული მედიასვრცე

„ეს უბადრუკები ცდილობენ ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ამ ალოგიკურ შეკითხვაზე - ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო - ისე წარმოაჩინონ თითქოს, წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ“, - ას...

პოლიტიკოსი

1751985945

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: უცხოელი „აქტორები“ ცდილობენ დანაშაულებით დამძიმებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოაცალკეონ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათი აზრით შუაშისტური ძალაა, თუმცა ეს ადვილად გასაშიფრი ტყუილია

ცდილობენ დანაშაულებით დამძიმებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას გამოაცალკეონ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათი აზრით შუაშისტური ძალაა, - განაცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კ...

დავით მათიკაშვილი

1751983176

ახალი ამბები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 9 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდუბის რაიონში, ახმეტელის ქუჩა N12-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 9 ი...

წყალი შეწყდა